ახალგაზრდა კაცს ცხვირში კბილი გაეზარდა

ახალგაზრდა კაცს ცხვირში კბილი გაეზარდა

ცხვირიდან სისხლდენამ, რომელიც წლების განმავლობაში თვეში რამდენჯერმე ემართებოდა, საუდის არაბეთის 22 წლის მცხოვრებს აიძულა, ექიმთან მისულიყო. ექიმებმა მის ცხვირში ერთი სანტიმეტრი სიგრძის თეთრი ძვლოვანი მასა აღმოაჩინეს.

 

მოულოდნელი აღმოჩენის შემდეგ ლარინგოლოგმა გადაწყვიტა, კონსულტაციისთვის დანტისტისთვის მიემართა. ამ უკანასკნელმა დაადგინა, რომ უცნობი მასა, სინამდვილეში დამატებითი კბილი იყო, რომელიც აუმოხსნელი მიზეზების გამო ახალგაზრდა პაციენტს ცხვირში გაეზარდა. ამასთან, მას 32 კბილი ადგილზე აქვს.

”დამატებითი კბილები, რომელიც თან არასწორად იზრდება, იშვიათობას არ წარმოადგენს. მაგრამ ცხვირის არიდან ექიმებს კბილის ამოღება პირველად უხდებათ. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა ძალიან უცნაურია. მთელი პრაქტიკის განმავლობაში არასოდეს მინახავს ცხვირში გაზრდილი კბილი”, - აღიარა ექიმმა ჯონ ჰელშტეინმა, აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა.

ექიმი გაკვირვებულია, როგორ რჩებოდა შეუმჩნევლად კბილი ამდენი წლის განმავლობაში.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს