"ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა?" - საოცრება, რომელიც რიგითმა მასწავლებელმა ჩაიდინა

"ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა?" - საოცრება, რომელიც რიგითმა მასწავლებელმა ჩაიდინა

ერთხელ მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს ასეთი დავალება მისცა: შეედგინათ კლასის სია, მოეფიქრებინათ, რა მოსწონდათ თითოეულ თანაკლასელში და ეს თვისება მისი გვარის გასწვრივ დაეწერათ. გაკვეთილის ბოლოს სიები მოაგროვა. ეს პარასკევს მოხდა. უქმეებზე შედეგები დაამუშავა და ორშაბათს თითოეულ მოსწავლეს გადასცა სია, რომელზეც იყო ჩამოთვლილი ყველაფერი საუკეთესო, რაც თანაკლასელებმა მათში შენიშნეს.

ბავშვები გაოცებულნი კითხულობდნენ, აქა-იქ ჩურჩული ისმოდა: "ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? მე არც კი ვიცოდი, რომ ასე ვუყვარდი ყველას".

კლასში აღარ განუხილიათ ეს ამბავი, მაგრამ მასწავლებელმა იცოდა: მან მიზანს მიაღწია. მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდათ.

რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ვიეტნამში დაიღუპა. თავის სამშობლოში ჩამოასვენეს. დაკრძალვაზე მისი მეგობრები, ყოფილი თანაკლასელებიც მივიდნენ.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს