რომელი პროფესიები იწვევს სიმსუქნეს

რომელი პროფესიები იწვევს სიმსუქნეს

კომპანია CareerBuilder JobSearch-მა ჩაატარა კვლევა და დაადგინა იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს.

კვლევის ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე მეტად ზედმეტი წონისგან მასწავლებლები და ინჟინრები იტანჯებიან. მაშინ, როდესაც მეცნიერები და ქარხნის მუშები პირიქით, ყველაზე ”ტანწერწეტები” აღმოჩნდნენ.

ყველა პროფესია სპეციალისტებმა ორ ჯგუფად გაყვეს -  პროფესიები, რომლებიც იწვევენ სიმსუქნეს, ან გახდომას.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 3700-მა ადამიანმა, რომელთაგან 55% მიიჩნევს, რომ ზედმეტი წონა აქვს. ამათგან 40% აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ სიმსუქნე მათ სამსახურთანაა დაკავშირებული.

ჭარბი წონის განვითარების რისკის ქვეშ არიან შემდეგი პროფესიის ადამიანები: მდივანი ან დირექტორის დამხმარე (69%), ინჟინერი (56%), მასწავლებელი (51%), იურისტი (48%).

ყველაზე "ტანწერწეტები" მეცნიერები და ქარხნის მუშები აღმოჩნდნენ.

ამასთან, გამოკითხულთა 16%-მა განაცხადა, რომ გახდომა მათ სამსახურთან იყო დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ ბევრი დამსაქმებელი ცდილობს, იზრუნოს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. რესპოდენტთა მესამედმა განაცხადა, რომ სპორტდარბაზის უფასო აბონემენტებს მათ დამსაქმებელი კომპანიები აძლევდნენ.

მომზადებულია www.segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს