ბავშვები შეესწრნენ, როგორ გადაიჩეხნენ მშობლები ხევში სელფის გადაღებისას

ბავშვები შეესწრნენ, როგორ გადაიჩეხნენ მშობლები ხევში სელფის გადაღებისას

ორი პატარა ბავშვი უყურებდა საკუთარ დედ-მამას, როცა მათ უსაფრთხოების ბარიერი გადაკვეთეს, პორტუგალიაში, ხევის ქიმზე სელფის გადასაღებად და ხევში გადაიჩეხნენ. ოჯახი შვებულებაში კაბო და როკას მთაზე იყვნენ დასათვალიერებლად მისულები.

 

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა და სამაშველო ჯგუფმა გვამები 24 საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. 5 და 6 წლის ბავშვები ინციდენტის შემდეგ პოლონეთის დიპლომატიური ზრუნვის ქვეშ, ფსიქიატრიულ კლინიკაში ექიმთან გასასაუბრებლად გადაიყვანეს.

მათი უახლოესი ნათესავები  მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან და მათ პორტუგალიაში ელოდებიან.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს