ობამა 4.25 მილიონიანი სახლის ყიდვას გეგმავს?

ობამა 4.25 მილიონიანი სახლის ყიდვას გეგმავს?

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა კალიფორნიის შტატში 4.25 მლნ დოლარად შეფასებული სახლის ყიდვას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მდიდრული სასახლე 1993 წელსაა აშენებული და მისი საერთო ფართობი 2.5 ათასი კვ.მ-ია. სახლში 4 საძინებელი, 4 სააბაზანო, ღია აუზი, სავარჯიშო დარბაზი და სპა სალონია. სახლი დგას მიწის ნაკვეთზე, რომლის საერთო ფართობი 1.3 ჰექტარია.

რითეილერებმა Los Angeles Times-ს განუცხადეს, რომ გარიგება ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

თეთრ სახლში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაც შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლის ღირებულება 294.9 მლნ დოლარია. თუკი ამერიკის ლიდერი მისი იჯარით გაცემას მოისურვებდა, მოიჯარეს თვეში 1.75 მლნ დოლარის გადახდა მოუწევდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს