სტუმრების 10 მავნე ჩვევა რომელსაც სასტუმროს პერსონალი მწყობრიდან გამოყავს

სტუმრების 10 მავნე ჩვევა რომელსაც სასტუმროს პერსონალი მწყობრიდან გამოყავს

დღესასწაულებზე სტუმროში გაჩერება საუკეთესო საშუალებაა ყოველდღიური რუტინისგან დასასვენებლად. სასტუმრო პერსონალს ევალება შენთვის საჭმლის მომზადება, ოთახის დალაგება და ყველა საყოფაცხოვრებო სირთულე მათზე გადადის. მაგრამ ზოგი კლიენტი ყველაზე მეგობრულ სასტუმროს თანამშრომელსაც კი აქცევს თავის მოსისხლე მტრად. ბრიტანული ტაბლოიდი The daily mail აქვეყნებს სიას - ყველაზე უზრდელურ შეცდომებს, რომელსაც სტუმრები უშვებენ და პერსონალს მტრულად განაწყობენ. მოკლედ, სასტუმროში ბედნიერები იქნებოდნენ, სტუმრებს რომ შეეწყვიტათ:

 

1. ფიქრი, რომ სასტუმროს პერსონალს ყველაფრის შეკეთება შეუძლია.

მაგალითად მიაკითხო ბარმენს კითხვით, თუ რატომ არ იღება შენს ოთახში კარი.

2. მენეჯრს შეუკვეთო ღონისძიება რაღაც სისულელის გამო

მაგალითად მოითხოვო, რომ ქორწილის ნახევარი წლისთავის გამო პლაჟი შემოგიღობონ და სიმფონიური ორკესტრი მოგიყვანონ.

3. მცირე პრობლემის დრამატიზირება

მაგალითად მოითხოვო სასწრაფოდ შეგიკეთონ ტელევიზორის პულტი, თითქოს ეს სიცოცხლისთვის აუცილებელი ატრიბუტი იყოს.

4. დაემუქრო ინტერნეტში ცუდი შეფასების დაწერით

ასეთი მუქარა ყველა სასტუმროს თანამშრომელს გააბრაზებს.

5. სასტუმროდან გაწერისას ნაგვის დიდი გროვა დატოვო ოთახში

ათეულობით ცარიელი ლუდის ქილა, პიცის ყუთები და ნახმარი პრეზერვატივები.

6. გამუდმებით კარგავდე ოთახის გასაღებს და ითხოვდე სათადარიგოს

დიდი ალბათობით ქურდბაცაცას დაგარქმევენ, რომელიც სასტუმროდან სუვენირებს იპარავს.

7.  ნომერში საჭმლის შეკვეთა არასამუშაო საათებში

ეს მხოლოდ მაშინ არ გააბრაზებს არავის, თუ ”24 საათიანი კერძო მზარეული”-ს ვაუჩერი გაქვს შეძენილი.

8. თავის მოჩვენება, რომ შენი ნომრიდან ”უფროსების არხი”-ს პაკეტის ჩართვა არავის უთხოვია.

მერე რა, პორნოს ყველა უყურებს, უნდა აღიარო დ გადაიხადო.

9.ითხოვდე ოთახს დილის 10 საათზე, როდესაც რეგისტრაცია შუადღის 4-ზე იწყება.

ყველაფერი ისედაც გასაგებია.

10. რეგისტრაციის დროს ტელეფონზე საუბარი

და შემდეგ, როდესაც ყველაფერი ყურს მიღმა გაუშვი წუწუნი იმაზე, რომ არ აუხსნიათ, რომელ საათზე სრულდება ოთახების მომსახურება.

მომზადებულია realty.newsru.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს