"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე აქვეყნებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა 2013 წლის დეკლარაციას, რომელშიც 1 წლის შემოსავლებია დაფიქსირებული. ამასთან, ჯაფარიძე თან ურთავს მონაცემებს, რომელშიც ასახულია, თუ რა რაოდენობის თანხა შეწირეს წინასაარჩევნო პერიოდში, 2014 წლის 6 მაისს "ქართულ ოცნებას".
Facebook/ ზურაბ ჯაფარიძე:
"ბიძინა გუჯაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები" - ფრაქციის წევრი
2013 წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციით:
2012 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს შემოსავალი 15,316 ლარი
სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, ფასიანი ქაღალდები არ აქვს
2013 წელს, როგორც პარლამენტარი, მიიღებდა დაახლოებით 40–45,000 ლარს ხელფასის სახით
2014 წლის 6 მაისს, ქართულ ოცნებას შესწირა 30,000 ლარი. ანუ, ჯამში 2012–2013 წლებში რა შემოსავალიც შეიძლება მიეღო, იმის ნახევარი.
პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები" - ფრაქციის წევრი
2013 წლის 26 ნოემბერს შევსებული დეკლარაციით:
2012 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს შემოსავალი 15,316 ლარი
სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, ფასიანი ქაღალდები არ აქვს
2013 წელს, როგორც პარლამენტარი, მიიღებდა დაახლოებით 40–45,000 ლარს ხელფასის სახით
2014 წლის 6 მაისს, ქართულ ოცნებას შესწირა 30,000 ლარი. ანუ, ჯამში 2012–2013 წლებში რა შემოსავალიც შეიძლება მიეღო, იმის ნახევარი.
ზვიად ძიძიგური, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები" - ფრაქციის წევრი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჰყავს 5 შვილი
2013 წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციით:
2012 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს შემოსავალი 20,334 ლარი
სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, ფასიანი ქაღალდები არ აქვს
2013 წელს, როგორც პარლამენტარი, მიიღებდა დაახლოებით 45–50,000 ლარს ხელფასის სახით
2014 წლის 7 მაისს, ქართულ ოცნებას შესწირა 30,000 ლარი
ანუ, ჯამში 2012–2013 წლებში რა შემოსავალიც შეიძლება მიეღო, იმის დაახლოებით 40%
გიგა ბუკია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები" - ფრაქციის თავმჯდომარე
2013 წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციით:
2012 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს შემოსავალი 15,997 ლარი
სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, ფასიანი ქაღალდები არ აქვს
აქვს 5 წლიანი სესხი, 50,000 აშშ დოლარი, 2015 წლამდე
2013 წელს, როგორც პარლამენტარი, მიიღებდა დაახლოებით 40–45,000 ლარს ხელფასის სახით
2014 წლის 8 მაისს, ქართულ ოცნებას შესწირა 30,000 ლარი
ანუ, ჯამში 2012–2013 წლებში რა შემოსავალიც შეიძლება მიეღო, იმის ნახევარი
მხოლოდ ქართული ოცნების იდეის ერთგულება თუ უბიძგებს ქართველ კონსერვატორს შესწიროს მილიარდერის პარტიას ორწლიანი შემოსავლის ნახევარი", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.