14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საიდუმლოებები და ახალი იდეები მხოლოდ ერთგულ მეგობრებს გაუმხილეთ; მათ, ვინც ან მატერიალურად დაგეხმარებათ, ან რჩევას მოგცემთ. აი, უცხოებისთვის გულის გადაშლას კი არ გირჩევთ.

კურო

ენერგიის მომატებას იგრძნობთ და ნებისმიერ საქმეს ადვილადაც დაიწყებთ და მარტივადაც მოაგვარებთ. ეს რაც შეეხება საქმეებს, მაგრამ აი, პირადი ურთიერთობები მოსვენებას დაგიკარგავთ და მათ მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა გმართებთ.

ტყუპი

თუ გვერდით ისეთი ადამიანი გეყოლებათ, ვინც მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას გაგიწევთ, ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს.

კირჩხიბი

საკუთარი ეჭვებისა და უნდობლობის გამო შეიძლება გარშემო მყოფები გადაიკიდოთ. მოსალოდნელია გაუგებრობები და კონფლიქტიც კი. ეცადეთ, მშვიდად იყოთ და ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედოთ.

ლომი

უამრავი საქმე (სამსახურებრივიც და საოჯახოც) გექნებათ მოსაგვარებელი. მარტო ვერაფერს გახდებით. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ და დახმარება კოლეგებსა და ნათესავებს სთხოვეთ.

ქალწული

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ისე, რომ ფულის სარფიანად დაბანდებასაც კი განიზრახავთ. ახალი საქმის წამოწყებამდე რჩევა გარშემო მყოფებსაც ჰკითხეთ და სპეციალისტებსაც.

სასწორი

კარგი დღეა ცოდნის გაღრმავებისთვის, ახალის შესასწავლად; სულიერი პრაქტიკისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, დაეხმარეთ მათ სირთულეების დაძლევაში.

ნახეთ ზოდიაქოს სხვა ნიშნები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს