ზღვის დამლაგებელი როკი - მისაბაძი მაგალითი ზოგიერთი "ადამიანისთვის" (+5 ფოტო)

ზღვის დამლაგებელი როკი - მისაბაძი მაგალითი ზოგიერთი "ადამიანისთვის" (+5 ფოტო)

დასუფთავების სამსახური ქობულეთის სანაპიროს ყოველ დილით ასუფთავებს, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამჩნევთ, თუ სანაპიროზე ადამიანების გამოჩენამდე ანუ დილით ადრე გახვალთ.

სხვა შემთხვევაში, საქმე კულტურულ ტრაგედიასთან გვაქვს. ნაჭამი სიმინდის ტაროები, მინერალური სასმელების ბოთლები, ნაჭამი ხილის ნარჩენები და ბავშვის პამპერსები - ეს არასრული ჩამონათვალია, რასაც ქობულეთის პლიაჟზე შეხვდებით.

სამაგიეროდ, არსებობენ ოთხფეხა სულიერი არსებები, რომლებსაც გაცილებით მაღალი "მოქალაქეობრივი შეგნება" აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს. სწორედ ასეთია "გურია ნიუსის" ობიექტივში მოხვედრილი როკი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ადამიანების მიერ დანაგვიანებულ სანაპიროს გულმოდგინედ ალაგებდა. ზღვიდან ნაგავი ამოჰქონდა და სანაპიროზე ერთ ადგილას აგროვებდა.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი სრულად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა