ბრიტანელი წყვილი 16 წლიან კრუიზში იმყოფებოდა

ბრიტანელი წყვილი 16 წლიან კრუიზში იმყოფებოდა

ბრიტანელი წყვილი საზღვაო კრუიზიდან დაბრუნდა, რომელიც 16 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ამის შესახებ The Daily Mirror წერს.

თავდაპირველად უელსელი წყვილი ერთკვირიან დასვენებას გეგმავდა, მაგრამ მათ გაუჩნდათ იდეა ხანგრძლივ მოგზაურობაში წასულიყვნენ.

ტურისტებმა საკუთარი იახტით 51 ათასი მილი გაიარეს, ესტუმრნენ 56 ქვეყანას და გზაში საპენსიო ასაკსაც მიაღწიეს.

1998 წლის ივლისში კლაივ და ჯეინ გრინებმა გადაწყვიტეს, საკუთარი იახტით სამოგზაუროდ წასულიყვნენ, მათ ესპანეთი მოინახულეს და გაუჩნდათ სურვილი, რომ სხვა ქვეყნებიც ეხილათ. მაშინ ორივენი 40 წელზე მეტის იყვნენ.

იმისთვის, რომ მოგზაურობა დაეფინანსებინათ, წყვილმა უელსში არსებული სახლი იჯარით გასცა. წყვილმა უარი თქვა სხვადასხვა ხარჯებზე და ისინი კვირაში 217 დოლარს ხარჯავდნენ. 60 წლის ჯეინ გრინმა ისიც გაიხსენა, როგორ გადაცვალა ფიჯის კუნძულებზე ერთ ტომარა ხილში თავისი ბუსტჰალტერი. საჭიროების შემთხვევაში, იახტას წყვილი საკუთარი ძალებით აკეთებდა.

კლაივ გრინი აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე უელსში დიდხანს დარჩენას არ აპირებენ და ახალ, გრძელვადიან მოგზაურობას გეგმავენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს