8 კითხვა, რომელსაც წარმატებული ადამიანი საკუთარ თავს ყოველდღე უსვამს

8 კითხვა, რომელსაც წარმატებული ადამიანი საკუთარ თავს ყოველდღე უსვამს

წარმოგიდგენთ 8 კითხვას, რომელსაც წარმატებული ადამიანი საკუთარ თავს ყოველდღე უსვამს.

1. რაზე ვარ დღეს ფოკუსირებული?

დილა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ადექით ადრე და საკუთარი თავი, მთელი თქვენი ცხოვრება და მიზნები გადააფასეთ და მაშინ თქვენ შენიშნავთ გაუმჯობესებას.  წარმატებული ადამიანები დილით დგებიან და საკუთარ თავს ახსენებენ საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი პრიორიტეტები.

2. რა მიზნების მიღწევა მსურს სამომავლოდ?

არ შეწყვიტოთ დასახული მიზნებისკენ სვლა. გსურთ იდეალური ფიგურა? - თქვენი შედეგები მხოლოდ შრომის ნაყოფი იქნება.

3. რომელი ჩვევების თავიდან მოშორება შემიძლია?

ყველას აქვს მავნე ჩვევა. თუკი დავფიქრდებით, რატომ და როგორ ხდება, მივალთ დასკვნამდე, რატომ "გვიზიდავს" ეს მავნე ჩვევები.

4. რომელ შეცდომებზე უნდა ვისწავლო ჭკუა?

შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ ცოტა თუ სწავლობს ამ შეცდომებზე. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ შეცდომებს არ ვიმეორებდეთ. თქვენ უნდა გაიაზროთ დაშვებული შეცდომები და ისინი აღარ უნდა გაიმეოროთ. ამიტომ საკუთარ თავს გაახსენეთ ხოლმე შეცდომები, რომელიც დაგიშვიათ.

5. რა ახალ შეცდომებს დავუშვებ მომავალში?

ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ სავარაუდო შეცდომებზე ფიქრობს, შეცდომა სიურპრიზი კი არა - გათვლილი რისკია.

6. როგორი ჯანმრთელობა მაქვს?

რაც მეტად წარმატებული და გავლენიანია ადამიანი, მით მოუცლელია ის. სამსახური ცოტა დროს გვიტოვებს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. თუკი დაკავებული ადამიანი ხართ, მხოლოდ მოიგებთ, თუკი თქვენს ჯანმრთელობას გააკონტროლებთ, რადგან დაკავებულ ადამიანებს კიდევ უფრო ცოტა დრო აქვთ, მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

7. ჯერ კიდევ არასწორ გზაზე ვარ?

ხშირად ადამიანი დასახული გზიდან გადაუხვევს ხოლმე. ყურადღებას სხვა რამისკენ მივმართავთ და გვავიწყდება, რისთვის დავადექით კონკრეტულ გზას, ამიტომ აღმოვჩნდებით ხოლმე იქ, სადაც ყოფნას არ ვგეგმავდით.

ამიტომ ამ გზაზე მიმავალმა საკუთარ თავს "საკონტროლო" კითხვა უნდა დაუსვათ - დგახართ თუ არა სწორ გზაზე.

8. ჩემი მთავარი მიზანი ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ეს გუშინ იყო?

ნამდვილი წარმატება გულისხმობს იმას, რომ თქვენ საკუთარ ოცნებებს მიჰყვებით, რომელიც თქვენ გაბედნიერებთ. თუკი თქვენი პრიორიტეტები შეიცვალა, ნუ შეგეშინდებათ შეცვალოთ თქვენი მიზნებიც.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს