"ახლახანს დამირეკეს ქართული მედია სააგენტოდან. ჩემი ძველი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი რაღაც პრობლემებში გაეხვა ფულთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ კარგად არის. ის პოლიტიკის როკვარსკვლავია. ძალიან მიყვარს!", - ეს განცხადება სკანდალურმა დოქტორ დოტიმ Facebook-ზე რამდენიმე საათის წინ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილს ბრალი დაუმძიმდა. ექსპრეზიდენტს 8 მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. სააკაშვილთან ერთად ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც წარედგინა.
გარდა ამისა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.
ასევე დაგაინტერესებთ | სააკაშვილის მასაჟისტის აღიარება - სკანდალური დოქტორ დოტი თავისი კლიენტებით