ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი მდიდრები

ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი მდიდრები

ძველ საბერძნეთში ვერცხლის მონეტა - ობოლი იყო მიმოქცევაში, ხოლო სპარტაში ობოლებს ვეებერთელა რკინის წნელების ფორმა ჰქონდათ, რათა სპარტელებს ნაკლებად ეფიქრათ გამდიდრებაზე, ამასთან, არ მოეპარათ და ქრთამი არავისთვის მიეცათ.

მდიდრები და ძალიან მდიდრები

უზარმაზარი საოკეანო იახტები, უძვირფასესი საათები, ბრილიანტებით მოჭედილი მობილური ტელეფონები, მდიდრული სახლები, ყველაზე პრესტიჟული ავტომობილები და კიდევ ბევრი სხვა რამ- მრავალ ჩვენგანს ეს ყველაფერი მილიარდერთა ყოფა-ცხოვრების ყოველდღიურ ატრიბუტებად მიაჩნია, მაგრამ თურმე მთლად ასეც არ გახლავთ საქმე. მაგალითად, აშშ-ში უზომო სიმდიდრით თავის მოწონება ცუდ ტონად მიიჩნევა. ძალიან ძვირფასი მანქანებით უფრო ხშირად დადიან არა მილიონერები და მილიარდერები, არამედ მეტ-ნაკლებად საშუალო შეძლების ადამიანები.

საინტერესო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ადგილობრივი მდიდრები, მაგალითად, ყიდულობენ თანამედროვე სმარტფონებს, მაგრამ არა მათ უძვირფასეს ვარიანტებს. მილიარდერები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს პრესტიჟულ მაღაზიებში იძენენ, მაგრამ იქ ისინი ყველაზე ძვირფას ნივთებს როდი ყიდულობენ. მათი გაკრიალებული ფეხსაცმელების ღირებულება თითქმის არასოდეს აღემატება 120 დოლარს, ხოლო ამ ადამიანთა უზადოდ გაუთოებული კოსტიუმები არასოდეს ღირს 300 დოლარზე ძვირი.

და, როგორც წესი, ეს არ ხდება სიძუნწის ანდა მომჭირნეობის გამო. მექსიკელ მილიარდერ კარლოს სლიმს ასეთი სიტყვები ეკუთვნის: ''გარეგანი ფუფუნება თავის თავში დარწმუნებულ ხალხს სჭირდება. მათთვის კი, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, ძვირფასი ნივთების მეშვეობით რაიმეს დამტკიცება უბრალოდ სასაცილოა''.

სერგეი ბრინის აქსიომა

ერთ-ერთი მათგანი, ვისთვისაც ამის დამტკიცება მართლაც სასაცილოა, საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე სერგეი ბრინი გახლავთ. სერგეის მამამ თავისი ოჯახი 1979 წელს წაიყვანა ამერიკაში.

სერგეიმ იქ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიიღო განათლება. მან ჯერ კიდევ ადრეულ სიჭაბუკეში შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა ''გუგლი'' და 33 წლის ასაკში 11 მილიარდი დოლარის მფლობელი გახდა, მაგრამ ისინი, რომლებიც ბრინს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან იცნობდნენ, ამტკიცებენ, რომ გამდიდრების შემდეგ მისთვის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შეუჩნევიათ არც ქცევებსა და არც ცხოვრების სტილში.

ბრინს არ გააჩნია არც იახტები, არც თვითმფრინავი, არც ძვირფასი მანქანები ანდა უძრავი ქონება. ცნობილი მეცნიერი ჩვეულებრივ სამოთახიან ბინაში ცხოვრობს. დადის მოკრძალებული, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა ''ტოიოტა პრიუსით'', რომელიც აღჭურვილია არა მარტო ბენზინის ძრავით, არამედ ელექტრონული აკუმულაციური ბატარეით. ხშირად სამუშაოზე სერგეი გორგოლაჭებიანი ციგურებით მიემართება.

რა არის ეს, სიძუნწე? ჟურნალისტები ამ თემაზე ბრინის ფირმის თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს გაესაუბრნენ, რომლებსაც მან არაერთხელ გაუწია ფინანსური დახმარება.

- არა,- პასუხობენ ისინი ჟურნალისტებს,- სერგეი ბრინი ძალიან უბრალო, გულღია და ხელგაშლილი ადამიანია.

მაშ, რით აიხსნება მისი ცხოვრების ასეთი მოკრძალებული წესი? იმით, რომ ბრინის ცხოვრება, როგორც ზემოთ ითქვა, აქსიომაა, რაშიც მას აბსოლუტურად არაფრის დამტკიცება არ სჭირდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს