დედის 10 საუკეთესო მეგობარი - მათ გარეშე ცხოვრება გაგიჭირდებათ

დედის 10 საუკეთესო მეგობარი - მათ გარეშე ცხოვრება გაგიჭირდებათ

1. მოთმინება. უნარი, ასჯერ თქვა ერთი და იგივე ან დაელოდო, სანამ ბავშვი დაწყებულ საქმეს ბოლომდე დაამთავრებს. სწორედ ამ დროს უნდა იყოს დედა მშვიდად, თავადაც დაინტერესდეს იმით, რამაც მისი შვილი გაიტაცა და მოთმინება არ დაკარგოს.

2. იუმორის გრძნობა. სასაცილოს დანახვის უნარი, დროულად გახუმრება, თვითირონია – ეს ყოველივე ბავშვზეც დადებით გავლენას ახდენს და რაც მეტს იცინის და ხუმრობს დედა, მით უფრო ლაღი და მხიარულია ბავშვიც.

3. რეალობის შეგრძნება. უნარი, მოვლენები მიიღო ისე, როგორც არის. დედა არ უნდა ისწრაფვოდეს, ბავშვი და გარე სამყარო საკუთარ თავს, მის იდეალურ ნიმუშს მოარგოს.

4. თამაშისადმი ინტერესი. უფროსებმა თავადაც რომ ითამაშონ ხოლმე გულიანად, ბავშვებთანაც იოლად ითამაშებენ და მეტ სასიამოვნო დროს გაატარებენ მათთან. ბავშვისთვის ხომ ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს მომენტებია – თამაშის და მხიარულების.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს