"გააკეთეთ ეს და შემდეგ ნებისმიერი ბრალდებით დამაპატიმრეთ" - რას სთხოვს გივი თარგამაძე გიორგი მარგველაშვილს

"გააკეთეთ ეს და შემდეგ ნებისმიერი ბრალდებით დამაპატიმრეთ" - რას სთხოვს გივი თარგამაძე გიორგი მარგველაშვილს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს. თარგამაძე პრეზიდენტს უკრაინელი დევნილების შეფარებასა და უკრაინელი ბავშვებისთვის სიცოცხლის დერეფნის გახსნას სთხოვს.

"საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს.

ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული ჩემი ორი პირადი მეგობარი; მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა არის დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების დევნით და ანგარიშსწორებით; მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას მე მაქვს სრული საფუძველი და უტყუარი ინფორმაციაც საიმისოდ, რომ თავს დაგესხათ და პასუხი მოგთხოვოთ, არათუ ამას არ ვაკეთებ, მეტიც, როგორც საქართველოს უბრალო მოქალაქე, უმორჩილესად გთხოვთ: დღეს ფერიცვალობაა, დილის 06 საათი და ათი წუთი. ერთი წამიც არ მიძინია უკრაინა-რუსეთის ომის შუაგულში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის, თუნდაც, მხოლოდ ბავშვების გადარჩენის ვარიანტებზე ფიქრში. თქვენ, თავად მამა, ხედავთ, რომ მათ უმოწყალოდ ხოცავენ პირდაპირი დამიზნებით ნაღმმტყორცნებებითა და ზალპური საარტილერიო დანადგარებით. ნუთუ, საქართველოს სახელმწიფო თქვენის სახით ახლავე, მაქსიმუმ 08 საათამდე არ გააკეთებს განცხადებას და არ გამოიჩენს ინიციატივას, რამდენსაც საქართველოს ინფრასტრუქტურა დაიტევს, იმდენი დევნილი დაუყოვნებლივ გადმოვიყვანოთ ჩვენს ქვეყანაში? ომმა დონეცკისა და ლუგანსკის ცენტრებში გადაინაცვლა. ეს უზარმაზარი ქალაქები, ოლქებია. ხალხი სპონტანურად გარბის და ნებისმიერი მიმართულების ბილეთებს ყიდულობს. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩვენი დაპატიმრებული მეგობრების სახელით გთხოვთ, ნუ აჭმევთ სირცხვილს ქვეყანას, რომლის მეთაურიც ბრძანდებით. უკრაინა ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით და ყოველთვის იდგება. ახლა მას სჭირდება დახმარება და ზურგს ნუ შევაქცევთ. ეს პირადად თქვენი პასუხისმგებლობაა და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, როგორც ადამიანს, ხელმძღვანელს, მამას! მიკიბ-მოკიბვის გარეშე, საქართველოს სახელით, გახსენით სიცოცხლის დერეფანი უკრაინელი ბავშვებისთვის! გააკეთეთ ეს და შემდეგ ნებისმიერი ბრალდებით დამაპატიმრეთ. მივიღებ ამას უდრტვინველად და ხმას არ გავიღებ პოლიტიკურ დევნაზე", - წერს თარგამაძე.

შეგახსენებთ, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის, ანდრე ლისენკოს ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილების კოლონის დაცხრილვის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.

"დაიღუპა ბევრი ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება", - განაცხადა ლისენკომ.

მისივე ინფორმაციით, დევნილების კოლონას ცეცხლი "გრადის" ტიპის ზალპური დანადგარებითა და ნაღმტყორცნებით გაუხსნეს, რის შედეგაც არაერთი დევნილი ცოცხლად დაიწვა ტრანსპორტში, რომლითაც გადაადგილდებოდა.

არსებული ინფორმაციით, დევნილებს ცეცხლი სეპარატისტებმა გაუხსნეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს