ფოთში დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დევნილმა დალი აბურჯანიამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. თუმცა, აქციის მონაწილეებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი იუწყება, დღეს აქციის კიდევ ორ მონაწილეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
სიკვდილი ან გამარჯვება, ჩემი გაყიდული ბინა დამიბრუნონ, გვიშველეთ რამე, ვკივივართ და ყურადღებას არავინ არ გვაქცევს", -აცხადებს დალი აბურჯანია.
დღესვე დევნილებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა. კაკულიას განცხადებით, სამინისტროს სპეციალური კომისია საკითხზე მუშაობს.
აფხაზეთიდან დევნილები უკვე რამდენიმე დღეა, საცხოვრებელი ბინების გადაცემის მოთხოვნით ფოთში აქციებს მართავენ.