"როცა რაღაც ძალიან მიზიდავს, ვუფრთხი" - ანი გიუნტერის პირველი სიგარეტი და სიყვარულის ახსნა

"როცა რაღაც ძალიან მიზიდავს, ვუფრთხი" - ანი გიუნტერის პირველი სიგარეტი და სიყვარულის ახსნა

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რომანტიულ ჩანახატს აქვეყნებს, რომელსაც გიორგი კეკელიძის ლექსიდან ამონარიდს ურთავს.

"ზუსტად ამ ადგილას, სიონის ტბის პირას, პირველად ცხოვრებაში მოვისმინე სიტყვა "მიყვარხარ" და ამავე დღეს პირველად ცხოვრებაში მოვწიე სიგარეტი.. ბიჭი არ მომეწონა სიგარეტი კი იმდენად, რომ მივხვდი ის თავისუფლებას შემიზღუდავდა.. სწორედ ამიტომ, გადავტეხე და გადავაგდე წყალში... დღემდე ასე ვარ, როცა რაღაც ძალიან მიზიდავს, ვუფრთხი და რაც უფრო შორს არის, მით უფრო ვთბები...

ხანდახან მინდა რომ სიყვარული, გაფუჭებულ თამბაქოსავით

დავღეჭო და გადმოვაფურთხო,

მაგრამ იმ ძველ სიმღერებს ვუფრთხი,

ადრე, ძილის წინ რომ გიმღერე,

ვაი, თუ მკვდარმა სიმღერებმა გაიღვიძონ,

შური იძიონ.

ცივა. მზეგაქცეული

ცა. სიზმრისგან დაცლილია ჩემი სხეული -

რაც ძილს არ ნიშნავს, ნიშნავს - ვწვები და მე ვბრმავდები...", - წერს გიუნტერი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს