ვიდეოთამაშებზე "გაგიჟებული" შვილები მამამ ნამდვილ ომში წაიყვანა

ვიდეოთამაშებზე "გაგიჟებული" შვილები მამამ ნამდვილ ომში წაიყვანა

შვედმა ჟურნალისტმა კარლ-მაგნუს ჰელგეგრენმა გადაწყვიტა, თავის ორი ვაჟისთვის, რომლებიც ომის შესახებ ვიდეოთამაშებით იყვნენ შეპყრობილი, ნამდვილი ომი ეჩვენებინა. მან ისინი სირიასა და ისრაელში წაიყვანა, რათა ომის ნამდვილი რეალობა ეჩვენებინა და მათ გაეგოთ, სინამდვილეში რისთვის არსებობს იარაღი.

"მოგზაურობა" 10 დღე გრძელდებოდა და იქიდან დაბრუნებული ბიჭები სრულიად გარდაისახნენ. წასვლის იდეა კი შარშან სადილობისას გაჩნდა, როცა 11 წლის ლეო და 10 წლის ფრენკი მამას სთხოვეს, რომელიღაც "საომარი თამაშის" დისკი ეყიდა. მამა მეტისმეტად აღელვებული იყო შვილების "გატაცებით" და ჰკითხა მათ, თუ აცნობიერებდნენ, რა არის სინამდვილეში ომი და რა გავლენას ახდენს ის ადამიანებზე. ამის შემდეგ კი შეიმუშავა გეგმა, მათთვის ეს აუცილებელი გაკვეთილი ჩაეტარებინა.

მან ვაჟებთან გარიგება დადო: თუ მას გაჰყვებოდნენ საომარი მოქმედებების ზონაში, სადაც ის ადრე დადიოდა რეპორტაჟების მოსამზადებლად, და გარკვეულ დროს გაატარებდნენ საომარი მოქმედებების მსხვერპლთა შორის, უყიდდა ნებისმიერ ვიდეოთამაშს, რომელსაც კი მოისურვებდნენ.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს