ყველაზე რომანტიკული ჟესტით, რისი მოფიქრებაც შეიძლება - ჩინელმა მამაკაცმა თავის მეგობარ გოგონას 1001 ჰოთ დოგით ხელი სთხოვა. წყვილმა ერთად სწორედ 1001 დღე გაატარა. რამდენიმე ჰოთ დოგით ვანგმა ”სიყვარული” დაუწერა გულისსწორს. როდესაც ნამდვილი სიყვარულის საუკეთესო დეკლარირება მოხდა, გოგონამ რასაკვირველია, ცოლობაზე თანხმობა განაცხადა. შემდეგ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ერთად დაიწყეს ჰოთ დოგების ჭამა.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.