ქალმა მკერდის ხუთი ოპერაცია გაიკეთა, რომ კარიკატურულ ნახატს დამსგავსებოდა

ქალმა მკერდის ხუთი ოპერაცია გაიკეთა, რომ კარიკატურულ ნახატს დამსგავსებოდა

30 წლის ბრიტანელმა კრისტინა ბატელმა საკუთარი, 15 წლის წინ დახატული კარიკატურის გამო, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ თავისსავე ნახატს დამსგავსებოდა.

"როდესაც პირველად ვნახე კარიკატურა, ძალიან შემშურდა. ნახატზე გამოსახული ქალი დიდებული იყო. ძალიან მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი", - ამბობს კრისტინა.

17 წლიდან მოყოლებული, ბატელს მკერდის გასადიდებელი ხუთი ოპერაცია, ბოტოქსი, კბილების გათეთრება და ნახევრად პერმანენტული მაკიაჟი აქვს გაკეთებული. ეს უკანასკნელი იმას ნიშნავს, რომ მაკიაჟს ტატუს სახით გიკეთებენ და აღარ გშორდება. მან 150 000 დოლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ ანიმაციურ კარიკატურას დამსგავსებოდა.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს