ლევი სტრაუსის "გახეხილი" ლეგენდა - როგორ აჩუქა ღარიბ თერძს უცნობმა კოვბოიმ მილიონიანი იდეა

ლევი სტრაუსის "გახეხილი" ლეგენდა - როგორ აჩუქა ღარიბ თერძს უცნობმა კოვბოიმ მილიონიანი იდეა

ყველაფერი 1872 წლიდან დაიწყო, როცა აშშ-ში ერთმა ლატვიელმა, რიგაში (მაშინდელ რუსეთში) დაბადებულმა ემიგრანტმა მეორე ბავარიელ ემიგრანტს შესთავაზა, შარვლების ყველაზე ”სუსტ” ადგილებში სპილენძის დამჭერები დაეკრათ. შარვლებს საფრანგეთის ქალაქ ნიმში გამოგონებული ქსოვილით კერავდნენ. ასე შეიქმნა პროდუქტი, რომელსაც ”ამერიკანიზმის კვინტესენციას” -Levi’s-ს უწოდებენ.

მკერავი ჯეიკობ დევისი ნევადის შტატის ქალაქ რინოში ცხოვრობდა და ყოველი ცენტის გამომუშავებისას სიხარულით ცას სწვდებოდა. XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში მიყრუებული ქალაქის მცხოვრებლები მკერავს ძირითადად დაკონკილ ტანსაცმელზე კიდევ ერთი საკერებელის დასადებად მიმართავდნენ. ისტორიას არ შემოუნახავს იმ კოვბოის სახელი, რომელიც თითქმის ყოველ კვირაში სთხოვდა თერძს შარვლის ჩამოფხრეწილი ჯიბეების დაკერებას. ის კი ცნობილია, რომ როცა კოვბოიმ უხარისხო გვირისტზე წუწუნით საბოლოოდ მოაბეზრა თავი, დევისი ადგა და ჯიბეების კიდეები სპილენძის დამჭერებით დაამაგრა.

”უსახელო კოვბოის” თერძი მეტად აღარ შეუწუხებია, სამაგიეროდ, სხვა მესაქონლეები მოაწყდნენ ”ისეთივე დამჭერებისთვის”. გონიერი დევისი მაშინვე მიხვდა, რომ ჯიბის სამაგრები სასწრაფოდ უნდა დაეპატენტებინა, ვიდრე იდეას სხვა არ მოჰპარავდა. მაგრამ საპატენტო ბიუროში თერძს საჭირო დოკუმენტების გაფორმებაში გაუგონარი თანხა - $68 მოსთხოვეს. ამდენი ფული დევისს თვალითაც არ ენახა. მას შეძლებული პარტნიორი სჭირდებოდა, თუმცა მდიდარი ნაცნობები პრაქტიკულად არ ჰყავდა. ერთადერთი ადამიანი იყო ლევი სტრაუსი, სანფრანცისკოელი გალანტერი, ვისგანაც დევისი იაფად ყიდულობდა ქსოვილებს. მან სტრაუსს წერილი მისწერა და ერთობლივი პატენტის გაფორმება შესთავაზა.

კეთილშობილი გალანტერი

ლევი სტრაუსს (ლივაი სტროსს) სან-ფრანცისკოში პატივს სცემდნენ. მართალია, დიდი ბიზნესმენი არ ყოფილა, მაგრამ წესიერი და პატიოსანი ადამიანის სახელი ჰქონდა, რაც ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილ მაშინდელ სან-ფრანცისკოში დიდი იშვიათობა გახლდათ. სტრაუსი კალიფორნიაში ოქროსმაძიებელთა პირველ ნაკადებთან ერთად ჩავიდა. სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტთაგან განსხვავებით, ლევის არა ბედნიერი შემთხვევის, არამედ ჭკვიანური გათვლების იმედი ჰქონდა...

ლევის საქმიან თვისებებზე იმედს ამყარებდნენ მისი ძმები - ჯონასი და ლუისი. ისინი აშკენაზი ებრაელი სტრაუსების გვარიდან პირველი ბავარიელი ემიგრანტები იყვნენ აშშ-ში. მათ ნიუ-იორკში J. Strauss Brother & Co დააფუძნეს, რომელიც ბითუმად ვაჭრობდა საბნებით, ბალიშებით, ქვედა საცვლებით, ქსოვილებითა და სხვა საგალანტერეო საქონლით. უფროს ძმებს ლევი 1847 წელს შეუერთდა. უმცროს ძმას უფროსები რამე შეღავათს არ უწევდნენ- ბიჭი მხრებზე მოგდებული უზარმაზარი ფუთით სოფელ-სოფელ დადიოდა და ადგილობრივებს ნემსებს, ძაფებს, მაკრატლებსა თუ ქსოვილებს სთავაზობდა. ჭაბუკს კომივოიაჟერის ნიჭი აღმოაჩნდა. სამი წლის შემდეგ ფირმის მუდმივი მყიდველები სწორედ მისი კლიენტები იყვნენ. მზარდი ოჯახური ბიზნესი ახალ-ახალი ბაზრების მოძიებას საჭიროებდა და ახალგაზრდა ლევიც სხვადასხვა შტატის გზებს დაადგა. არავინ იცის, როდემდე ივლიდა ყმაწვილი კენტუკის სერებზე აღმა-დაღმა, რომ არა 1851 წელს ნიუ-იორკამდე მოღწეული ხმები კალიფორნიაში ოქროს აღმოჩენის შესახებ. წყნარი ოკეანის სანაპიროსკენ ათასობით ოქროსმაძიებელი დაიძრა.

სტრაუსების ოჯახურმა კრებამ სწრაფად შეაფასა ახალი პერსპექტივა და ერთხმად დაადგინა, რომ კალიფორნიაში ყველაზე მოხერხებული ძმა გაემგზავრებოდა. ლევიმ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და 1853 წლის მარტში სან-ფრანცისკოში J. Strauss Brother & Co-ს ფილიალი გახსნა. მანუფაქტურით ვაჭრობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალე ლევის დასახმარებლად ნიუ-იორკიდან ძმა ლუი, და - ფანი და მისი ქმარი დევიდ სტერნი გადმობარგდნენ. პარალელურად ლევიმ საკუთარი ბიზნესი დაიწყო.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს