"ქალებს რაღაც პრობლემები აქვთ! ფიქრობენ, ცემა არაა პრობლემა" - ნანუკა ჟორჟოლიანმა ქალი მოძალადისგან იხსნა

"ქალებს რაღაც პრობლემები აქვთ! ფიქრობენ, ცემა არაა პრობლემა" - ნანუკა ჟორჟოლიანმა ქალი მოძალადისგან იხსნა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინციდენტის შესახებ წერს, რომელიც პირადად მას გადახდა თავს. ტელეწამყვანი ქალებზე ძალადომის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულების გამო აღშფოთებას ვერ მალავს.

"ნახალოვკაში შუქნიშანზე ვიდექი, აი მარცხნივ რომ სადგურივით არის და ვხედავ კაცი გამეტებით, აი ძალიან გამეტებით სცემს ქალს. ოღონდ გვერდით დგანან ბევრი კაცები (სავარუდოდ მძღოლები ტაქსები დგას იქვე) და არავინ ადგილიდან არ იძვრის! გაბრაზებული გადავხტი. ისედაც მოკლე სარაფანა ამ ქალს წელს ზემოთ ასვლია! იმ კაცმა ხო მაგინა, ვინ გეკითხებაო:)) თან უცნაური გინება კი ცოდნია. ეს ქალი მანქანაში ჩავისვი და მოკლედ ვუთხარი ცოტა წინ გაგიჩერებთ-თქო, არაო აქ და აქ მიმიყვანეო, მისამართი ვერ გავიგე აგიხსნიო, გზაში ვეკითხები პოლიციას რატომ არ დაუძახეთ-თქო და მაგარმა გაბრაზებულმა მითხრა: მეტი საქმე არ მქონდა, კაცს დავაჭერინებდიო. ოღონდ იმ კაცზე ამბობს, გულით რომ სცემდა რამდენიმე წუთის წინ, ჩანთაც წამართვაო და მოკლედ რომ ვუჩერებ, ბოლო სადაც მიმაყვანინა თავი, ვხედავ უკან რაც მედო ყველაფერი ხელში ეჭირა. ბევრი არაფერი მაგრამ... მადლობაზე ზედმეტია ლაპარაკი და კარებიც მაგრად მოაჯახუნა... ხო და ამ დროს კი ვერ გაიგებ, უნდა გააჩერო თუ უნდა გაიარო..!!!! რომელი ჯობია ვერ გაიგებ ამ ქვეყანაში!

ანუ საზოგადოება ამ დროს დახმარებას არ ითხოვს! ალბათ ფიქრობდა, რომ თვითონაც მოაგვარებდა პრობლემას.

დარწმუნებული ვარ, ეს ქალი ფიქრობს, რომ ჩემი საქმე არ იყო რაშიც ჩავერიე!

ქალებს რაღაც პრობლემები აქვთ! რას ქვია პოლიციაო, ისე მითხრა, დაბნეული ვუყურებდი. ანუ ფიქრობდა, რომ ცემა არაა პრობლემა", - წერს ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს