ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო აატირა

ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო აატირა

ჩინეთის ქალაქ შენჩიჟენში 11 წლის გარდაცვლილ პაციენტს ექიმები პატივს მიაგებენ. პატარამ თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე. გმირ პაციენტს 9 წლის ასაკში თავში სიმსივნე აღმოაჩნდა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად მკურნალობამ და ქირურგიულმა ჩარევამ შედეგი ვერ გამოიღო. პატარა ლიან იოიმ მშობლებს და ექიმებს სთხოვა მისი ჯანმრთელი ორგანოები სხვა დაავადებული ადამიანებისთვის გადაენერგათ და მათი სიცოცხლე გადაერჩინათ.

"დედამიწაზე უამრავი ადამიანია, ვინც კარგ საქმეს აკეთებს და მეც მინდა მათ რიგებში ვიყო",- თქვა მან.

ექიმებმა შეასრულეს ბიჭის თხოვნა. გარდაცვალებამდე, პაციენტს  შემდგომი გადანერგვისთვის ღვიძლი და თირკმელი ამოუღეს. გმირი პატარა 2014 წლის ივნისში გარდაიცვალა. მადლიერების ნიშნად ექიმები შეიკრიბნენ ბიჭის ცხედართან და პატივი მიაგეს.

abunda.ru

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს