მარტივი რჩევები, რომლებიც კარდინალურად შეცვლის ზარმაცი დიასახლისების ყოველდღიურობას

მარტივი რჩევები, რომლებიც კარდინალურად შეცვლის ზარმაცი დიასახლისების ყოველდღიურობას

ეს რჩევები სპეციალურად მათვის შევკრიბეთ, ვისაც სახლის დალაგება არ უყვარს, ეზარება. დღეიდან ნივთებისა და სახლის მოწესრიგება სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ბლენდერის გასასუფთავებლად

ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 2-3 წუთით ჩართეთ. გამორთეთ და თბილი წყალი გამოავლეთ. აი, თქვენი ბლენდერი გაქათქათდა.

რბილ იატაკზე ლაქების მოსაშორებლად

ერთმანეთში შეურიეთ სოდა და წყალი. ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილს, დატოვეთ მთელი ღამე დილით კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

შეაგროვეთ მინის ნამსხვრევები

ნამსხრევების ხელით აკრეფა რომ არ შეიძლება ეს ყველამ იცის, ამიტომ, მათ ასაკრეფად თეთრი პურის გული გამოიყენეთ.

განაახლე ავეჯი

ტყავის ავეჯის განახლებაში ფეხსაცმლის კრემი დაგეხმარება. წაუსვით ნაკაწრებში და ისინი გაქრებიან.

გაასუფთავეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

მანქანის ზედა თაროზე მოათავსეთ ძმრიანი ჭიქა, ჩართეთ უმაღლეს ნიშნულზე. შემდეგ ფსკერზე მოაყარეთ სოდა და კვლავ ჩართეთ მანქანა.

ახლა გაზქურას მივხედოთ

ცივ გაზქურაში მთელი ღამით მოათავსეთ ფიალა, რომელიც 1/2 სავსე იქნება ამიაკით. დილით შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

მატრასის სწრაფი გაწმენდა

პულივიზატორში ჩაასხით არაყი (სპირტი) თანაბრად შეასხურეთ მთელ მატრასს და მზეზე გაიტანეთ გასაშრობად. ალკოჰოლი გაანადგურებს ცუდი სუნის გამომწვევ ყველა მიკრობს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს