შემოქმედებითმა ჯგუფმა "Rakamakafo"-მ, რომელიც ფარული კამერით ხუმრობების გადაღებითაა დაკავებული, რუსეთსა და აშშ-ში ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტის მიზანი იყო გაერკვიათ, როგორ რეაგირებენ ამ ქვეყნების მცხოვრებლები უცხო ადამიანის გასაჭირზე.
ვიდეოს ავტორებმა აღნიშნეს, რომ ექსპერიმენტის შედეგებმა გააოგნათ. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც ექსპერიმენტში მონაწილეობა სანკტ-პეტერბურგში მიიღო, განაცხადა, რომ მას ასობით ადამიანმა ჩაუარა და მხოლოდ 10% გაჩერდა, რომ ეკითხა, სჭირდებოდა თუ არა მას დახმარება. მაიამიში ჩატარებულმა ანალოგიურმა ექსპერიმენტმა კი საპირისპირო შედეგი აჩვენა: გადაღების დროს მსახიობს მიწაზე წოლა წუთზე მეტხანს არც ერთხელ არ მოუწია.