ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც მანქანამ გადაუარა (+ვიდეო)

ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც მანქანამ გადაუარა (+ვიდეო)

6 წლის ჩინელი ბიჭი ქალაქ ცზინინში გზის სამანქანო ნაწილზე თამაშობდა, როდესაც მოულოდნელად კუთხიდან მანქანამ შემოუხვია.

ვიდეოკამერამ დააფიქსირა მანქანა, რომლის მძღოლსაც ერთი წამითაც არ შეუჩერებია მოძრაობა. მანქანამ ბავშვს გადაუარა. წარმოუდგენელია, მაგრამ ამის შემდეგ ბიჭი წამოდგა და სახლში გაიქცა.

ჩანაწერის მიხედვით, მძღოლმა ბავშვი ვერ შეამჩნია. ამჟამად პოლიციელები მანქანის და მძღოლის ძიებაში არიან. როგორც იტყობინებიან, ავარიის შემდეგ ბავშვს უმნიშვნელო ტრავმები დარჩა სახესა და ფეხზე.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს