ჯასტას უოკერს ბგუჩანსკის რაიონში თავისი ფერმა აქვს.
უკვე ოცი წელია ამერიკელი რუსეთში ცხოვრობს, ამზადებს და ყიდის იოგურტებს და ყველს, რომელსაც თხის რძისგან ამზადებს. ინტერნეტის ვარსკვლავობაზე არც უფიქრია, პოპულარობა მან მოულოდნელად მას შემდეგ მოიპოვა, რაც ადგილობრივ არხზე სატელევიზიო რეპორტაჟი გავიდა.
ვიდეორგოლი, რომელშიც ჯასტასი სანქციების შემოღების გამო სიხარულს გამოხატავს, ვიდეოჰოსტინგებზე მალევე გახდა პოპულარული. ახლა მას უკვე 2,5 მილიონი ნახვა აქვს.
კომენტარებში მომხმარებლები წერენ, რომ ჯასტასის გადამდები სიცილი დღის განმავლობაში იდეალური განწყობის შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო