თავის მოვლის პროდუქტები თქვენი სამზარეულოდან

თავის მოვლის პროდუქტები თქვენი სამზარეულოდან

ის, რაც სამზარეულოში მოგეპოვებათ შეიძლება ძვირად ღირებულ კრემებზე ათასჯერ უკეთესი შედეგის მომცემი იყოს. სცადეთ, ზიანს არ მოგიტანთ და მათ ეფექტიანობაში თავად დარწმუნდებით.

შვრიის ფანტელს დამატენიანებელი ეფექტი აქვს. შეურიეთ ერთმანეთში ცოტა თაფლი, ლიმონის წვენი და შვრიის ფანტელი, გამოგივათ ნიღაბი, რომელიც კანს დაგიტენიანებთ და დაგიმშვიდებთ.

კვერცხის ცილა კანზე ფორებს ამცირებს. ცილის ნიღაბი კი კანს გაგიახალგაზრდავებთ.

თვეში ერთხელ თმაზე ძმარი შეისხურეთ და ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ თმას ხარისხი გაუმჯობესდა და უფრო მბზინვარე გახდა.

თაფლი და შაქარი ატენიანებს და ამკვრივებს კანს. შეურიეთ ერთმანეთში შაქარი და თაფლი (1:1) და საუკეთესო სკრაბი გამოგივათ. რომელიც მოგაშორებთ მკვდარ, გაუხეშებულ კანის ნაწილაკებს, დაგიტენიანებთ და გაგიმკვრივებთ კანს.

თუ თმის გაღიავება გაქვთ გადაწყვეტილი, ლიმონის წვენს შეურიეთ წყალი (1:1) და შეისხურეთ თმაზე. ასევე შეგიძლიათ გაიუფერულოთ პიგმენტური ლაქები სახესა და დეკოლტეს ზონაში. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ამგვარი პროცედურის ჩატარებას არ გირჩევთ.

დაფქვილი ყავა ცელულიტთან საბრძოლველად გამოგადგებათ, იგი სკრაბივით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში.

ჩაის დალევის შემდეგ ერთჯერადი ჩაის პაკეტები არ გადაყაროთ. 10 წუთით გაიჩერეთ თვალებზე. თვალები დაისვენებს და გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

სახის გასაწმენდად `ასპირინისა~ და თაფლის ნარევი გამოიყენეთ (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ). წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ნიღაბი სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. კანი გაახალგაზრდავდება სიწითლეც გაქრება და ნაოჭებიც შემცირდება.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს