"სიცოცხლის ფანჯარა” - ადგილი, სადაც ნებისმიერ დედას შეუძლია ანონიმურად დატოვოს შვილი

"სიცოცხლის ფანჯარა” - ადგილი, სადაც ნებისმიერ დედას შეუძლია ანონიმურად დატოვოს შვილი

”სიცოცხლის ფანჯარა” 2006 წლის მარტში გაიხსნა პოლონეთში, კრაკოვის არქიეპისკოპოსის კურთხევით. ამით კანონიკური პირები ცდილობენ საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ მიტოვებულ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში სასიკვდილოდ გაიმეტეს.

ფანჯარაში ბავშვის მოთავსების შემდეგ, ის სპეციალურად მოწყობილ ოთახში აღმოჩნდება. როდესაც ბავშვს ფანჯარაში მოათავსებენ, მოქმედებაში მოდის სასიგნალო მოწყობილობა, რომელიც მონაზვნებს ატყობინებს, რომ ჩვილი დატოვეს. სასულიერო პირები იძახებენ სასწრაფოს და ბავშვი ჯანმრთელობის გამოსაკვლევად მიჰყავთ.

”სიცოცხლის ფანჯარა” გარედან იღება და მასში ბავშვის მოთავსება შენობის მცხოვრებლებისგან შეუმჩნევლად არის შესაძლებელი. ის აღჭურვილია ვენტილაციით და გათბობით, რომ ბავშვს ოპტიმალური პირობები შეექმნას.

2 წლის განმავლობაში ”სიცოცხლის ფანჯარაში” ცხრა ბავშვი მოხვდა - ხუთი გოგო და ოთხი ბიჭი. ერთ-ერთის პამპერსში მონაზვნებმა იპოვნეს ფურცელი, რომელზეც ეწერა ”მაპატიე. მიყვარხარ. დედა”.

პოლონეთში, როდესაც დედა შვილზე ოფიციალურად ამბობს უარს, მისი გაშვილება ორი თვის შემდეგ არის შესაძლებელი. ”სიცოცხლის ფანჯარაში” ანინიმურად დატოვებული ბავშვი მხოლოდ რვა თვის შემდეგ შეიძლება გაშვილდეს, რადგან მანამდე ფორმალური საკითხები უნდა გადაიჭრას.

მომზადებულია esquire.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს