პანდას ფეხმძიმობის სიმულაცია, რათა მეტი საკვები მიეღო

პანდას ფეხმძიმობის სიმულაცია, რათა მეტი საკვები მიეღო

ჩინეთში, ჩიხუანის პროვინციაში არსებულ პანდების კვლევის ცენტრში ერთ-ერთი პანდა, სახელად აი ჰინი რამდენიმე თვე მომვლელებს თავს ფეხმძიმედ აჩვენებდა. გიგანტური პანდები გადაშენების პირას არიან, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი სიახლე იყო. ექვსი წლის ცხოველის მშობიარობის პირდაპირ ეთერში გაშვებაც კი იყო დაგეგმილი. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ცრუ ფეხმძიმობა იყო, რადგან პანდას უნდოდა, მეტი საკვები ეჭამა.

ფეხმძიმე პანდებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ  - გადაყავთ კონდიცირებად ოთახში და აჭმევენ გაცილებით მეტ საჭმელს. ექსპერტები ამბობენ, რომ პანდამ ფეხმძიმედ მოაჩვენა თავი, რომ ესარგებლა ფეხმძიმობის პრივილეგიებით. ”ზოგი ჭკვიანი პანდა იყენებს თავის მდგომარეობას, რომ ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესოს. აი ჰინი ცდილობდა მეტი საჭმელი მოეპოვებინა რაციონში”, - განმარტავს ცენტრის ექსპერტი.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს