ჰელოუ კიტი კატა არ არის - დეტალები პოპულარული ბრენდის შესახებ

ჰელოუ კიტი კატა არ არის - დეტალები პოპულარული ბრენდის შესახებ

მისი უემოციო სახე უთვალავი რაოდენობის თოჯინაზეა, რომ არაფერი ვთქვათ ბურთებზე, ხელსახოცებზე, მამაკაცის საცვლებზე და სასუსნავებზე. მისი შთაგონებით შექმნა ავრილ ლავინმა სიმღერა, ტომ საქსმა თავის სკულპტურები და ლედი გაგამ მისი თავის ერთ-ერთი ავანგარდული კაბა.

 

საუბარი რასაკვირველია ”ჰელოუ კიტიზეა” - კულტურულ ძალაზე, რომელმაც არსებობა 1974 წელს იაპონიაში ხელჩანთებზე დაიწყო. ორი წლის შემდეგ ის ამერიკაშიც შევიდა და მას შემდეგ გლობალური პოპულარობით სარგებლობს.

ოქტომბერში ლოს ანჯელესის იაპონურ ამერიკულ ნაციონალურ მუზეუმში ჰელოუ კიტის რეტროსპექტივა იწყება. მაგრამ თუ იცით, რომ ჰელოუ კიტი კატა არ არის? დიახ, სწორედ ასეა. მისმა შემქმნელმა იანომ განაცხადა, რომ ჰელოუ კიტი ანიმაციური პერსონაჟია, ის გოგონაა და არა კატა. ის მოძრაობს და დადის როგორც ორფეხიანი არსება. მას თავად ყავს კატა, რომელსაც ჩარმი კიტი ქვია.

ჰელოუ კიტის სრული სახელი კიტი უაითია. ის ზოდიაქოს ნიშნით მორიელია, ვაშლის ღვეზელი უყვარს, მისი მშეობლები ჯორჯ და მერი უაითები არიან.

”მას ტყუპი და ჰყავს” - ამბობს იანო - ”მესამე კლასელია, ლონდონის გარეუბანში ცხოვრობს. ჰელოუ კიტი ბრიტანელია”.

 

მომზადებულია latimes.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს