"ყოჩაღ" ლევან ყიფიანს, რომელიც გასახდელშიც არ ჩამოსულა მოსალოცად!" - კალათბურთის ქომაგის კრიტიკული პოსტი

"ყოჩაღ" ლევან ყიფიანს, რომელიც გასახდელშიც არ ჩამოსულა მოსალოცად!" - კალათბურთის ქომაგის კრიტიკული პოსტი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ქართველი კალათბურთელები შესარჩევ E ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და ავტომატურად მოხვდნენ "ევრობასკეტზე". პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კალათბურთისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდა.

როგორც გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს მხოლოდ ორი გუნდია რეგისტრირებული, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა (იხილეთ დეტალები).

ამ თემასთან დაკავშირებით კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე საანეგტო იპნ-ის ჟურნალისტი და კალათბურთის აქტიური გულშემატკივარი ლექსო ნაბახტეველი.

"ყოჩაღ ქართველო კალათბურთელებო! ყოჩაღ რომ ასე ერთსულოვნად მოითხოვთ, რომ მთავრობამ კალათბურთს ყურადღება მიაქციოს! ყოჩაღ, რომ ბოლომდე იბრძოლეთ, მოიგეთ, გახვედით და ამაყად თქვით თქვენი სათქმელი! ყოჩაღ ქართველ გულშემატკივარს, რომ ბოლომდე გვერდში დგანან ქართული სპორტის მხარდასაჭერად! "ყოჩაღ" ლევან ყიფიანს, რომელიც გასახდელშიც არ ჩამოსულა თქვენთვის მოსალოცად! "ყოჩაღ" პრეზიდენტსა და პრემიერს, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს არც კი დასწრებიან! "ყოჩაღ" ჯამლეტ ხუხაშვილს, რომელსაც თურმე მატჩის ტრანსლირებისას ნარმანიას ფეხები დაულოცავს და მთავრობისთვის საქებარი სიტყვები არ დაუშურებია! ყოჩაღ-ბრჭყალების შემდეგ ეს სიტყვა მთავრობას მაშინ უნდა დავუწეროთ, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ სპორტის განსავითარებლად! ყოჩაღ ფაჩულიას, შენგელიას, სანიკიძეს, ლეჟავას, სანაძეს, ცინცაძეს, ფხაკაძეს, წივწივაძეს, ფაცაციას, მეტრეველს, ბურჯანაძეს, კოკოშკოვს, ტუღუშს, მთელ სამწვრთნელო შტაბს, ფედერაციას და ყველას ვინც ქართველი ხალხის სიამაყისთვის და სიხარულისთვის არაფერი დაიშურა!", - წერს ნაბახტეველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს