სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსის დასჯას მოითხოვს

სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსის დასჯას მოითხოვს

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ყვითელი ავტობუსების შესახებ გავრცლებულ ინფორმაცის ეხმაურება და ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დასჯას მოითხოვს.

"ალბათ ურიგო არ იქნება, რომ დაჯარიმდეს ამ ავტობუსების შემომტანი - (როგორც ამბობდნენ სანდრა რულოვსი) - გაუმართავი და ეკოლოგიურად უკვე თავის დროზე დაუშვები ავტობუსების შემოტანისთვის.... და იმ ტენდრში მონაწილე კომპანიები გაისინჯონ და ვის რამდენი გადუხადეს ესეც გასაჯაროვდეს! ამავე დროს საინტერესო იქნება, გაგება თუ ვინ დგას "სითი პარკის" უკან ... რატომაც ამ კომპანიის მიერ არ შესრულებული ტენდერის პირობებზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ არა ამ კომპანიის მფლობელების ვინაობაზე და შესაძლო კავშირებზე მაშინდელ მერიასთან თუ ნაცმოძრაობასთან!", - წერს ზურაბიშვილი.

თბილისის მერი დავით ნარმანია თავის წინასააჩევნო პროგრამაშიც აცხადებდა,რომ დედაქალაქში მცირე რაოდენობის სამგზავრო ოპერატორების მონოპოლია ზღუდავს კონკურენციას აღნიშნულ სფეროში და ხელს უწყობს სამგზავრო მომსახურების დიდ დანახარჯებს. პროგრამის მიხედვით, ქალაქში მოძრავი ე.წ „ყვითელი ავტობუსები" (M3 კატეგორია) დროის დიდი ინტერვალებით მოძრაობენ საღამოს და პიკის საათებში, რაც აფერხებს მგზავრთა გადაყვანას. პროგრამის მიხედვითვე, ქალაქში მოძრავი ავტობუსების ნაწილი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და ხშირია ავტობუსების სხვადასხვა სახის რემონტის შეფერხებები. ნარმანია წინასაარჩევნო პროგარმაში აცხადებდა, რომ ქალაქის ავტოპარკი შეივსება საშუალო და დიდი გაბარიტების მქონე ავტობუსებით. თბილისის ავტოპარკი 100 პროცენტით შესაცვლელია და მისი განახლება თბილისის მერიის ბიუჯეტიდან მოხდება.

ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობს, ძალიან ძველი და სრულად ამორტიზირებულია, ამიტომ დადგა მისი ახლით ჩანაცვლების საჭიროება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს