SOS! თრუსოს ხეობაში ტრავერტინები განადგურებულია

SOS! თრუსოს ხეობაში ტრავერტინები განადგურებულია

თრუსოს ხეობაში მდებარე ფერადი ტრავერტინები, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს, განადგურებულია. ისინი გაშავებული, ათხრილი და ატალახებულია. ხეობის შუაგულში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილის ამოქმედების შემდეგ, ნაკლები ინტენსიურობით ჩქეფს ე.წ. აბანოს ბუყბუყა ტბაც.

თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებეტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. მინერალური წყაროს წყლები მოედინება ფერდობზე, მდინარე თერგისაკენ და გზა და გზა ტოვებს მინერალურ ქანს - ტრავერტინს. სპეციალისტების თქმით, ტრავერტინი წარმოიქმნება წნევის დაცემის გამო, მიწისქვეშა წყლების ზედაპირზე გამოსვლისას, ნახშირბადის ორჟანგის გამოყოფის შედეგად ხსნარებიდან, რომელიც შეიცავს გახსნილ კალციუმის ბიკარბონატს.

ტრავერტინის ქანები, რომლებიც მცენარეების ანაბეჭდებს და მტკნარი წყლების მოლუსკების ნიჟარებს ინახავს, თრუსოს ხეობაში უამრავ ტურისტს იზიდავდა. ტრავერტინულ "მინდვრებს" ხეობის 20 ჰექტარი უკავია.

თრუსოს ხეობამ მეწარმეები ნახშირმჟავა აირის შემცველი მინერალური წყაროებით მიიზიდა. CO2-ს გაზირებული სასმელების და ნაყინის წარმოებაში იყენებენ.

შპს "კასარამ" თრუსოს ხეობაში CO2-ის მოპოვებაზე ლიცენზიის მიღების მოთხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროს 2005 წელს მიმართა. სამინისტროს მიერ მიწვეულმა ექსპერტმა, ნოდარ ცერცვაძემ ლიცენზიის გაცემას მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ შპს "კასარა" პირვანდელი განაცხადის მიხედვით, ქარხნის გამართვას შიგ ხეობაში გეგმავდა. ექსპერტის შეფასებით, ეს თრუსოს ხეობის ტრავერტინებსა და წარმონაქმნებზე და ნახშირმჟავა მინერალური წყლების რეჟიმზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა.

ამის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამინისტრომ, 2005 წლის 27 ოქტომბერს შპს "კასარას" თრუსოს ხეობაში CO2-ის მოპოვებაზე 25 წლიანი ლიცენზია მისცა. კომპანიას თრუსოს მინერალური წყლების საბადოებში მოპოვებული ნახშირმჟავა აირი გაზირებული სითხის სახით საგანგებო ჭურჭელში უნდა ჩამოესხა და მისი რეალიზაცია მოეხდინა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა