მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს ამ საოცარი ადამიანის შესახებ!

მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს ამ საოცარი ადამიანის შესახებ!

ეს ფოტოები იქნებ ვინმეს უნახავს კიდეც ინტერნეტში. თუმცა არ იციან, ვინ არის ეს ბაბუა.

ამ მოხუც კაცს დობრი ჰქვია, ბულგარეთის ერთი პატარა სოფლიდანაა და 98 წლისაა. მრავალი წლის განმავლობაში აგროვებს ფულს მთელ ბულგარეთში ეკლესიების აღსადგენად.

შეგროვილი ფულიდან ბაბუა დობრი არც ერთ კაპიკს არ ეხება. თავისი პენსიის - თვეში 100 ევროს გარკვეული ნაწილით ცხოვრობს და ასევე იმ ხილითა და პურით, რომელსაც ფულის შემომწირველნი მისთვის გაიმეტებენ ხოლმე.

2010 წელს ალექსანდრე ნეველის ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ბულგარეთის ტელევიზიამ გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთა - საეკლესიო არქივების დათვალიერებისას გაირკვა, რომ ყველაზე გულუხვი შემოწირულობა, რომელიც კი ოდესმე მიუღია ტაძარს - 40 ათასი ევრო - მოხუცმა მათხოვარმა, ბაბუა დობრიმ გაიღო. მას წლობით უგროვებია თავისი პენსიის დიდი ნაწილი და ის კვლავ ეკლესიისთვის გაიღო.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს