ქართველი სუპერმოდელი, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა - "საერთაშორისო კონკურსიდან ტიტულით დავბრუნდი" (+11 ფოტო)

ქართველი სუპერმოდელი, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა - "საერთაშორისო კონკურსიდან ტიტულით დავბრუნდი" (+11 ფოტო)

კომპანიამ ''ირაკლეონმა" თამუნა ვაშალომიძე საერთაშორისო სილამაზის "მსოფლიო მის თავისუფლება" კონკურსზე გააგზავნა. ეს კომპანია, როგორც მისი ხელმძღვანელი ირაკლი კახნიაშვილი ამბობს, არაერთ საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ექსკლუზიურ ლიცენზიებს ფლობს, მათ შორის, "მსოფლიო მის თავისუფლებას," რომელიც ამჟამად კოსოვოში ჩატარდა.

მისივე თქმით, თამუნა აღნიშნულ კონკურსზე გასაგზავნად ორიგინალობითა და გარეგნული მონაცემების გამო შეირჩა, რაც არც იქ დარჩენილა უყურადღებოდ.

ირაკლი კახნიაშვილი, დიზაინერი, სამოდელო სახლის "ირაკლეონის" დამფუძნებელი და საერთაშორისო სილამაზის კონკურსების ნაციონალური დირექტორი:

- კონკურსი კოსოვოში, კერძოდ, პრიშტინაში ჩატარდა. თამუნა ვაშალომიძეს "მის პრესის" ტიტული გადაეცა.

- დიდი ხანია, თამუნა რაც თქვენი კომპანიის მოდელია?

- ცოტა ხნის წინ გაწევრიანდა სამოდელო სააგენტო "ირაკლეონში," მაგრამ თავისი შრომით, პუნქტუალურობით, მომხიბვლელობით, აღნაგობით ბევრს მიაღწია. აღნიშნული საერთაშორისო კონკურსიდან მირეკავენ და მეუბნებიან, თუ როგორი კარგი კონკურსანტი იყო საქართველოდან იქ წარდგენილი. განსაკუთრებით პრესის ყურადღება დაიმსახურა. თამუნას პარამეტრებია: 92X62X90. გამოდიოდა ჩვენ მიერ ჩატარებულ კონკურსზე "მის ბიკინიც". თუ მისი მონაყოლიდან ვიმსჯერებთ, უზომოდ კმაყოფილი დაბრუნდა, აღფრთოვანებული იყო.

"ამბები.გე" თამუნა ვაშალომიძესაც დაუკავშირდა:

- 23 წლის ვარ. ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი გახლავართ. ვსწავლობ სასულიერო სემინარიაში ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობაზე, მაგრამ ახლა აკადემიური წელი მაქვს აღებული იმის გამო, რომ ვმუშაობ.

- რა საოცარია? სხვადასხვანაირი გატაცებები გქონია. მოდელი, მენეჯერი, ფსიქოლოგი და რელიგიისმცოდნე... ამ ყველაფრის როგორ აერთიანებ და ათავსებ?

- აქამდე ერთ-ერთ სასტუმროშიც ვმუშაობდი, ადმინისტრატორი გახლდით. დროს ამდენ საქმეზე ვეღარ ვანაწილებდი და იქ საქმიანობას თავი დავანებე.

- ფსიქოლოგიამ რატომ დაგაინტერესა?

- ადრე საბურთალოს ქუჩაზე, წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძრის მედავითნე ვიყავი. მაშინ 16 წლის გახლდით და მერე სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე და ასე აღმოვჩნდი იქ.

- მედავითნე მოდელობით რატომ დაინტერესდი?

- სანამ ამ სააგენტოში მივიდოდი, სადაც ახლა ვარ, მანამდე ქალბატონ ია კიწმარიშვილთან ვიყავი, "იმიჯ ცენტრში," ოღონდ, კონტრაქტი არ მქონდა გაფორმებული. იქ ვსწავლობდი. მერე "მის ბიკინიში" მივიღე მონაწილეობა. სულ მომწონდა ეს საქმიანობა, უბრალოდ, ვერ ვიცლიდი, რომ ამ სფეროს გავყოლოდი.

- მოდელობა რომ გადაწყვიტე, ტაძრის მოძღვარმა რა გითხრა?…

- სამწუხაროდ, ახლა ეკლესიურად ვეღარ ვცხოვრობ. 3-4 წელია, მოძღვართან აღარ მაქვს კონტაქტი. ამდენი სამსახურის გამო ვეღარ ვახერხებ ტაძარში მისვლას.

- უცხო გარეგნობა გაქვს. ვერ იფიქრებ, რომ ქართველი ხარ?

- კი, ეს კონკურსზეც მითხრეს. არადა, მამა ქართველია. სხვათა შორს, მამაჩემი მუსიკოსი - კაკო ვაშალომიძეა. დედა ნახევრად რუსია, მაგრამ აქ დაბადებული და გაზრდილი. ცოტა არაქართული იერი ალბათ, დედის გენებიდან მომდევს.

არ ვარ ამპარტავანი, მაგრამ რაღაც განსხვავებული, სხვებს რომ არ აქვთ, მე მართლაც მაქვს, რითაც კონკურსზე ჟიურის მოვეწონე. იქ 35 ქვეყნის გოგონა იყო, 5 ნომინაციიდან ერთ-ერთი მე მერგო.

- წესით ბევრი თაყვანისმცემელი უნდა გყავდეს.

- ნორმალურად (იღიმება).

- შეყარებული არ ხარ?

- არა, მაგაზე არ ვფიქრობ.

- აბა, რაზე ფიქრობ, - რა გეგმები გაქვს?

- ახლა ჩამოვედი კონკურსიდან, ვმუშაობ, კიდევ ახალი პროექტები იწყება. მაქვს ახალი შემოთავაზებები: "ტოპ გოგოში" და კიდევ სხვა კონკურსში უნდა ჩავერთო.

- ამასობაში სიყვარულმა გზა რომ გადაგიკვეთოს?

- არ ვიცი, რა იქნება. ასეთი ადამიანი ჯერ არ ჩანს...

- როგორი მოგწონს?

- არ მაქვს ჩამოყალიბებული: მაღალი თუ ცირფერთვალა, ქერა თუ შავგრემანი...

- მოდელ ბიჭზე რას იტყვი?

- ადამიანი რაღაცით მიმზიდვლი უნდა იყოს, უნდა დაგაინტერესოს. ასე არ მაქვს განსაზღვრული. შეიძლება კარგი გარეგნობა ჰქონდეს და ცარიელი ადამიანი იყოს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს