ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

მსახიობი ანი ბებია, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა გახდა, სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც დედა-შვილობის ემოციასა და სილამაზეს გადმოსცემს.

"ალბათ აბდაუბდად დავწერ... დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა უფრო მგონია, რომ მოგეწონებათ, მაგრამ საკუთარ თავს არ გამოუტყდებით. მე ძალიან მომწონს!

ყველაზე საოცარი რამ არის ლაქტაცია, რაც უფალმა გვაჩუქა და თან მართლა ლამაზია და რა ვქნა?!

Nini Ninuca Photography მადლობა ამ გოგოს ამ ფოტოებისთვის" - წერს მსახიობი.

პატარა ჯერი ანი ბებიას და ილო ბეროშვილის პირველი საერთო შვილია.

"შეიძლება, ახლაც ვერ ვაცნობიერებ, არ ვიცი... ბავშვი რომ გაჩნდა, მერეც ვერ ვაცნობიერებდი: ჯერ შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ისტერიკები მჭირდა, სულ ვტიროდი - მისი მოვლის ძალიან მეშინოდა... ახლა ნელ-ნელა უკვე ვაცნობიერებ. ჯერი 6 თვის არის. მეც და ბავშვიც აზრზე რომ მოვედით, მას მერე დედობის პასუხისმგებლობას უკეთ ვაცნობიერებ..." - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ანი ბებია (იხ. ინტერვიუს სრული ვერია)

მსახიობებს ვაჟი 5 ივლისს შეეძინათ.

"ეს ხშირად ნიშნავს თრომბს და ძალიან სასწრაფო რეჟიმში, ერთი 50-მა ექიმმა დამირეკა" - რას ყვება კოვიდით ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს