"ამ ბიჭების მკვლელებს ტრ***ში ცოცხები, რომ გათხარონ, საპროტესტო აქციაზე რამდენი გამოხვალთ?!" - თიკო სადუნიშვილი

"ამ ბიჭების მკვლელებს ტრ***ში ცოცხები, რომ გათხარონ, საპროტესტო აქციაზე რამდენი გამოხვალთ?!" - თიკო სადუნიშვილი

25 წლის ლაშა მახარაძის (კოშკას) მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარები არ წყდება.

თიკო სადუნიშვილი, ტელეწამყვანი:

"ამ ბიჭების მკვლელებს ტრ***ში ცოცხები, რომ გათხარონ, საპროტესტო აქციაზე რამდენი გამოხვალთ?!...

...ეს "ის დროს და ეს დროს" დრო როდის დამთავრდება! ხვალინდელ დღეზე იფიქრეთ მეგობრებო <3".

თიკო სადუნიშვილის პოსტს მომღერალი ნინა წკრიალაშვილი გამოეხმაურა:

ნინა წკრიალაშვილი: "ქოცები გავლენ, არ გამიკვირდება.

ცოცხის კადრები ტყუილი იყო, ყველა დარწმუნდით ამაში, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო ისე მიდის მოვლენები.

ძალიან სამწუხაროა გირგვლიანის სიკვდილი, მაგრამ არანაკლებ სამწუხაროა რატის, კიწმარიშვილის და მეტს აღარ ჩამოვთვლი. კარგისკენ შეცვლილს მე ვერაფერს ვხედავ, სამწუხაროდ. ეს ჩემი და თქვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების. ასე თუ გაგრძელდა, წინ ვერ წავალთ".

ეკა ხერხეულიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"სააკაშვილის უკომპასოთ დევნას, კრიმინალს სდიეთ, უპასუხისმგებლოებო, თორემ სულ მალე ოჯახებში შემოგივარდებათ ბრმა ტყვია, რომელსაც სხვათა შორის, მისამართი ყოველთვის ეშლება!".

შეგახსენებთ, თბილისში, აბაშიძის ქუჩის N50-თან მკვლელობა წუხელ მოხდა. მოკლულია 25 წლის ლაშა მახარაძე.

იხილეთ ასევე: მკვლელისთვის ლაშა მახარაძე მეორე მსხვერპლი იყო - ფოტომასალა ტრაგედიის ადგილიდან და სასტიკი შურისძიების ვერსიები (+5 ფოტო)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს