"კეთილი იყოს საბჭოთა კავშირში თქვენი დაბრუნება" - ატრაქციონი ლიტვაში, სადაც ტურისტები ტყვედ აჰყავთ (+5 ფოტო)

"კეთილი იყოს საბჭოთა კავშირში თქვენი დაბრუნება" - ატრაქციონი ლიტვაში, სადაც ტურისტები ტყვედ აჰყავთ (+5 ფოტო)

ჩაგისაფრდნენ, რათა თვალებახვეული წაგიყვანონ და დაგკითხონ - როგორც წესი, ასეთი თავშესაქცევი სტანდარტული ტურისტული მოგზაურობისგან შორსაა.

თუმცა, ლიტვაში ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ასეთი გართობისთვის ჩადის - ატრაქციონი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს საბჭოთა კავშირში დაგაბრუნებთ. გასართობ კომპლექსში ყველაფერია იმისთვის, რომ თავი საბჭოთა კავშირში იგრძნოთ: ძაღლები, ყოფილი KGB-ს ოფიცრები და საბჭოთა ბუნკერი.

თავდაპირველად ტყეში წითელი არმია "ჩაგისაფრდებათ" და ბუნკერში ჩაგიყვანენ - აი, 3 საათიანი წამებაც აქედან იწყება. ატრაქციონი გვირგვინდება დასჯით - ტურისტ ტყვეებს კედლისკენ სახით დადგომას უბრძანებენ და "დახვრეტენ". ამასთან, გაწერინებენ ხელს დოკუმენტზე, სადაც წერია, რომ "თუ მონაწილემ ურჩობა გამოიჩინა, მიიღებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სასჯელს". ატრაქციონში მონაწილეობისთვის 15 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოგიწევთ.

ყველაზე სტრესული მიწისქვეშა გვირაბში ჩასვლაა, სადაც მწკრივში ძაღლები დგანან და გიყეფენ. "ჯარისკაცები" დაგკითხავენ და გაიძულებენ, საბჭოთა დროშის წინ დადგეთ და მიესალმოთ. ტურისტებს, რომელთაც ძალიან შეეშინდებათ, ნერვების დაწყნარება არყით შეეძლებათ.

"ჩემი მეუღლე პროექტით უკმაყოფილოა და ვერ ხვდება, რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს, რომ შვებულების დროს აწამონ. თუმცა, იმდენად ბევრი მსურველია, მსახიობებს დღის ბოლომდე მუშაობა უწევთ. 3 საათის შემდეგ, როდესაც შოუ სრულდება, ყველა მონაწილე შეშინებული ამოდის. გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ახლა იგრძნეს ტოტალიტარული რეჟიმის ძალა. გვინდა ყველა მიხვდეს, მას შემდეგ როგორი პროგრესი განვიცადეთ", - ამბობს პროექტის ორგანიზატორი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს