ძმების ჩხუბი და დაკავება სასმელი წყლის გამო - დაპირისპირება პოლიციელებთან

ძმების ჩხუბი და დაკავება სასმელი წყლის გამო - დაპირისპირება პოლიციელებთან

2014 წლის 3 სექტემბერს აზერბაიჯანულ სოფელ ხიდისყურში ძმები ალიოშა და სოინ გული ოღლები დააკავეს. ერთს წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მეორეს - პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს ბრალი. დაკავებულებს სასმელი წყლის გამო სოფელში უთანხმოება მოუვიდათ. ერთ-ერთმა ძმამ 112-ით პოლიცია გამოიძახა, სამართალდაცმავებმა ისიც დააკავეს.

"მე და ალიოშა ძმები ვართ. გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. გუშინ უთანხმოება სასმელი წყლის გამო მოგვივიდა, რადგან ერთი აუზი გვაქვს. სოფელში სასმელი წყალი არ არის და თუ მოდის, იმას ვავსებთ ხოლმე. უთანხმოების გამო 112-ზე დავრეკე თბილისში და პოლიცია გამოვიძახე. რომ მოვიდნენ, ხმამაღლა ვუთხარი, სადა ხართ აქამდე-მეთქი. ძალაუფლება მაგათ ხელშია, რა უნდა ვთქვა. ნერვიული კაცი ვარ, თუ რამე ზედმეტი ვუთხარი, ბოდიშს ვიხდი ან თუ შევაგინე, ისიც არ მახსოვს", - ამბობს სოინ გული ოღლი.

კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სოინ და ალიოშა გულიოღლები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ.

"გვეუბნებოდა, სადა ხართ აქამდე, თქვე ასეთებო, თქვე ისეთებო. დაუსჯელი რატომ გყავთ ჩემი ძმა და ა.შ.", - აცხადებს ხიდისყურში გამოძახებული ერთ-ერთი პოლიციელი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა