ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე შს სამინისტრომ დააკავა პირი, რომელმაც ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აბაშიძის ქუჩაზე ავტომანქანით მიიყვანა, თუმცა თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. შს სამინისტოს ამ დრომდე არც ეჭვმიტანილის გვარი დაუსახელებია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი და მოკლულის ახლობლები მკვლელობაში გ.ო,-ს, იგივე "ოქრიკას" ადანაშაულებენ. ცნობილია, რომ გ.ო. ლაშა მახარაძის მკვლელობამდე სასჯელს წარსულში ჩადენილი, ლევან თალაკვაძის მკვლელობის გამო იხდიდა. ცნობილია ისიც, რომ მისი ადვოკატი მამანა კობახიძე იყო.
სოციალურ ქსელში მანანა კობახიძეს ლევან თალაკვაძის დედა, ჟუჟუნა თალაკვაძე მიმართავს.
Facebook/ ჟუჟუნა თალაკვაძე:
"ქალბატონო მანანა! მე გახლავართ გ.ო.-ს მიერ მოკლული ლევან თალაკვაძის დედა. ბუნებრივია თვალს ვადევნებ მის მიერ კიდევ ერთი მოკლულის ლაშა მახარაძის საქმის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას. წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ამ დანაშაულის შესახებ. სამწუხაროდ, ინტერვიუში ჩანს თქვენი პროფესიული არაკომპეტენტურობა, რადგან თქვენ დანაშაულის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენთ. რასაც თქვენ წერთ - სიცრუეა. ნუთუ არ იცით რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მას ( სახელის ხსენებაც მზარავს ). ნუთუ არ გაღელვებთ ამ ბიჭების სიკვდილი? დაფიქრდით, ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა. ჩვენი შვილები იხოცებიან, თქვენ კი აუღელვებელი სახით, სრულიად საქართველოს წინაშე თავს იმართლებთ", - წერს ჟუჟუნა თალაკვაძე.
ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე