როგორი ადამიანი ხარ შენ - განსაზღვრეთ კვირის დღეებით თქვენი ხასიათი

როგორი ადამიანი ხარ შენ - განსაზღვრეთ კვირის დღეებით თქვენი ხასიათი

იცით, რომ კვირის ის დღე, რომელშიც ადამიანი დაიბადა, მის ბუნებასა და ჩვევებს განსაზღვრას?

ადამიანები, რომლებიც კვირას დაიბადნენ, აქტიურები და საქმიანები არიან, მათი ენერგია მთლიანად გარე სამყაროსკენ არის მიმართული. ისინი თავადაც ვერ იტანენ ერთფეროვნებასა და მოწყენილობას და არც გარშემომყოფებს აძლევენ მოწყენის უფლებას. უარეს შემთხვევაში, ესენი არიან ეგოისტები, რომელთაც არ სურთ სხვისი აზრის გათვალისწინება.

ორშაბათს რომანტიკოსები და მეოცნებენი იბადებიან. ამ მგრძნობიარე ინტრავერტებს განვითარებული აქვთ ინტუიცია და სამყაროს ემოციურად აღქმის უნარი. ურთიერთობებში ისინი იშვიათად ხდებიან ლიდერები და არც ისწრაფვიან ამისკენ. მათ სავსებით აკმაყოფილებთ დამხმარეს და მზრუნველი, მფარველი მეორე ნახევრის როლი.

სამშაბათს დაბადებული ადამიანები შრომისმოყვარენი და დისციპლინირებულები არიან. მათ განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, არ უყვართ ქაოსი და უწესრიგობა. გამუდმებით იბრძვიან უსაქმურობისა და პასიურობის წინააღმდეგ, თავად ზედმეტად აქტიურები არიან და მოუთმენლებიც. ზოგიერთი მათგანი ფეთქებადი და ემოციური ხასიათით გამოირჩევა.

ოთხშაბათს დაბადებულები კომუნიკაბელურები და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები არიან. ისინი კარგი მოსაუბრენი, საუკეთესო ორგანიზატორები არიან და უნარი შესწევთ, მოიძიონ საჭირო კავშირები და დაალაგონ ურთიერთობა ნებისმიერ კოლექტივში. ისინი სწრაფად რეაგირებენ ნებისმიერი სიტუაციის ცვლილებისას და სწრაფად და სწორად იღებენ გადაწყვეტილებებს. თუმცა ხანდახან ისინი ზედმეტ ქაოსს ქმნიან ირგვლივ.

ხუთშაბათს იბადებიან ოპტიმისტები, რომლებიც ყოველთვის ხედავენ გვირაბის ბოლოს სინათლეს. მათ ყველგან და ყველაფერში ლიდერობა სურთ და შეუძლიათ კიდეც ხელმძღვანელობა. გამჭრიახნი და მშვიდები იშვიათად გამოდიან წყობილებიდან. ხანდახან ბუზღუნები არიან, თუმცა უმეტესად უკმაყოფილებას მხოლოდ შინ, ოჯახის წევრების მიმართ გამოთქვამენ.

პარასკევს დაბადებულ ადამიანს უყვარს კომფორტი, დახვეწილი სამზარეულო, ძვირფასი ტანსაცმელი და უცნაური გართობა. ისინი ეტრფიან ხელოვნებას და ცდილობენ, ირგვლივ მაქსიმალურად ლამაზი გარემო შეიქმნან. მათი საუკეთესო თვისებებია – მომხიბვლელობა და დახვეწილი მანერები. ხანდახან ცოტა ზარმაცები არიან.

შაბათს რაციონალური და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები იბადებიან. ისინი მკაცრად გაწერილი გრაფიკით ცხოვრობენ. ეკონომიურები და პრაქტიკულები არიან. შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, სერიოზულები და დამოუკიდებლები არიან, ხანდახან - გამოუსწორებელი ბუზღუნები და კრიტიკოსები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს