ინდოელი გოგო ცოლად ძაღლს გაყვა

ინდოელი გოგო ცოლად ძაღლს  გაყვა

18 წლის მანგლი მუნდა, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ცოლად მაწანწალა ძაღლს გაყვა. ამის შესახებ The Daily Mirror წერს.

მაწანწალა ძაღლი ქორწილში მანქანით მოიყვანეს. ქორწინება სოფლის საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. სოფლის უხუცესების თქმით, ამ გზით გოგონა თავს დააღწევს ბოროტ ძალებს, რომელიც თითქოს არა მარტო ამ გოგოს, არამედ მის ოჯახსაც ემუქრება. თუკი გოგო ქორწინებაზე უარს იტყოდა, როგორც უხუცესები ამტკიცებდნენ, მამაკაცთან ქორწინებაში მას უბედურება ელოდა.

გოგონა მამაკაცზე დაქორწინებას რამდენიმე თვეში შეძლებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინდოელი გოგო ძაღლს მიჰყვება ცოლად.  ამგვარი რიტუალი ბოროტი ძალების განსადევნად ინდოეთის რამდენიმე რაიონში არსებობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს