ადამიანები, რომლებმაც სილამაზის სტანდარტები შეცვალეს (+ფოტო)

ადამიანები, რომლებმაც სილამაზის სტანდარტები შეცვალეს (+ფოტო)

შანტელ ბრაუნ იანგი

ხუთი წლის წინ მოდელი, რომელსაც ვიტილიგო ჰქონდა, გაუგონარი რამ იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ამერიკულ შოუში ”ამერიკის მომავალი ტოპ მოდელი” მსოფლიომ იხილა უჩვეულო გოგონა - შანტელ ბრაუნ იანგი. გოგონა, რომელმაც ბაშვობაში ბევრი დამცირება, ზებრასთან და ძროხასთან შედარებები გადაიტანა, ახლა მოდური ჟურნალების ყდას ამშვენებს.

მოფი

კიდევ ერთი გოგონა, რომელიც არასტანდარტულობის მაგალითია. მოფი პროფესიონალ მოდელად არ მუშაობდა, როდესაც ჟურნალ პოპ-ის გარეკანზე მოხვდა. თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, გოგონა, რომელსაც ჰეტეროტროპია აქვს, სამოდელო სააგენტო ”სტორმ მოდელსმა” მიიწვია და ახლა ის კეიტ მოსთან, სინდი კროუფორდთან და კარა დელევინთან ერთად მუშაობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კელი ნოქსი

გოგონა, რომელსაც მარცხენა ხელის ნახევარი არ აქვს, ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც შოუს ”ამერიკის მომავალი ტოპ მოდელი” ბრიტანულ ვერსიაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. კელის თქმით, შოუში გამარჯვების მიუხედავად, სამსახურის პოვნა ძალიან გაუჭირდა, სანამ მას ყურადღება კომპანია P and G beauty-მ არ მიაქცია, რომელმაც მოდელთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

 

 

 

 

 

 

 

შონ როსი

შონ როსი ხალხმა მაშინ გაიცნო, როცა ერთი წლის წინ ნიუ იორკში მაღალი მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და სი-ენ-ენ-ზე ისაუბრა, თუ როგორია, იყო ალბინოსი მოდელი. ის წარმატებულია და მრავალი ფანი ყავს.

 

 

 

 

 

 

 

 

ფელისიტი ჰეივორდი

ბრიტანელმა მოდელმა, რომელიც რუბენსის ნახატიდან გადმოსულ გოგონას გავს, მსოფლიო მოდას ქარიშხალივით გადაუარა. ეფექტური ქერათმიანი ყველას ანა ნიკოლ სმიტს აგონებს. მას არასოდეს უოცნებია მოდელი ყოფილიყო, თუმცა ძალიან მოთხოვნადია.

ჯეკი ოშენესი

ჯეკი 62 წლისაა, მაგრამ მას ძალისხმევის დახარჯვა არ უწევს იმაზე, რომ დაანგრიოს სულელური მითი, თითქოს ქალები ასაკში უშნოვდებიან. "ამერიკან აპარელის" საცვლების რეკლამაში მისი მონაწილეობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რიკ ჯენესტი

ზომბი ბიჭის ვარსკვლავი 2011 წელს გაბრწყინდა, როდესაც რიკი, რომლის სხეულის მთლიანადაა ტატუებით დაფარული, ტიერი მაგლერმა თავის ჩვენებაზე მიიწვია. ამავე წელს რიკი ლედი გაგას კლიპში გადაიღეს, რის შემდეგაც მასზე, როგორც მოდელზე, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

ანდრეა პეჟიჩი

ანდრეა ტრანსგენდერი მოდელია. ის მონაწილეობას იღებდა როგორც მამაკაცის, ისე ქალის სარეკლამო კაპანიებში და ჩვენებებში. მისი გარეგნობა უნიკალურია. მოდელის თქმით, ის ორ სამყაროში ცხოვრობდა და უპირატესობა ქალის სახელს მიანიჭა. სილამაზის მსოფლიო სტანდარტები მკაცრად ანაწილებს გენდერულ როლებს, მაგრამ ისეთი ადამიანების წარმატება, როგორიც ანდრეაა, ყველანაირ სტერეოტიპებს ამსხვრევს.

ჯესიკა ლენგი

ნიჭიერი მსახიობი და ულამაზესი ქალი მარკ ჯაკობსის ახალი სარეკლამო კამპანიის მთავარი მოქმედი გმირი გახდა. ის 65 წლისაა, ძალიან სექსუალურია და საუკეთესოდ ახდენს იმის ილუსტრაციას, რომ ასაკი სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ ციფრები.

კონჩიტა ვურსტი

ავსტრიელი დრაგ ქუინი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც კონკურს "ევროვიზიაში" გაიმარჯვა. სამყარო თითქოს ორ ფრონტად გაიყო - წვერიანი ლამაზმანის გარეგნობით აღშფოთებულები და ისინი, ვინ მას მხარს უჭერდნენ და ამხნევებდნენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს