"თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს აჩერებენ და იარაღზე ამოწმებენ"

"თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს აჩერებენ და იარაღზე ამოწმებენ"

დავით კოდუას ცემის ფაქტზე გასამართლებული ნოშიკო ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ იარაღის ამოღების მიზნით, მისი დის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

"გუშინ საღამოს დამირეკა ჩემმა დამ და მითხრა რომ სახლში იყვნენ მოსულები ჩხრეკის ჩასატარებლად, როდესაც მივედი ძალიან ზრდილობიანად იქცეოდნენ დაათვალიერეს ყველაფერი და წავიდნენ, თეამ ძალიან კარგად მიიღო სტუმრები, ძალიან მოხარული ვარ თუ დაიწყება იარაღის წინააღმდეგ ბრძოლაო, მოკლედ რამდენადაც ვიცი დაიწყება სახლებში შესვლები და გაჩხრეკვები, მერე არ გავიგო ამ ხალხის წუწუნი ძველ დროში დაგვაბრუნესო, თუ გვინდა რომ სიმშვიდე იყოს ეს უნდა ავიტანოთ, თუმცა ძალიან დიდი სხვაობაა მიშას დროს რომ შემორბოდნენ ბანდიტურად და დღეს რომ მოდიან ძალიან ზრდილობიანად, მადლობა ადამიანური მიდგომებისთვის...

ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამოწმებენ ახალგაზრდებს...

ძალიან ბევრმა მითხრა გუშინ, ქუჩებში აჩერებენ ხალხს, თუმცა ჩვენ ხომ პირველები ვართ ყველაფერში", - წერს სუთიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს