ვერძი
მთელი დღე საკუთარ თავს, - დასვენებასა და გართობას მიუძღვენით. აგრეთვე კარგი დღეა ახალი ცოდნის მისაღებად.
კურო
საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. მთავარია, დაუსრულებელი კითხვებით არ მოაბეზროთ თავი.
ტყუპი
წარმატების დღე დაგიდგათ. ნებისმიერ საქმიანობაში გაგიმართლებთ. ამიტომ, ნუ იჯდებით სახლში და ნუ იწუწუნებთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად. არ გაგიჭირდებათ თანამოაზრეების შემოკრება და საერთო საქმეების შესრულება.
ლომი
გადახედეთ შესრულებულ სამუშაოს, მეტი დრო დაუთმეთ შეცდომების გაანალიზებასა და გამოსწორებას.
ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე ახალი პროფესიის შესასწავლად.