უშვილო ქალმა 3 ტყუპი გააჩინა

უშვილო ქალმა 3 ტყუპი გააჩინა

24 წლის ინგლისელმა ანაბელ უილიამსმა სამი ტყუპისცალი გააჩინა და არა მხოლოდ ქმარი და ახლობლები გააოცა, არამედ ექიმებიც კი. საქმე ის არის, რომ მისი წინა ორსულობა ცუდად დამთავრდა: დაორსულებიდან 4 თვეში მუცელი მოეშალა. მედიკოსებმა იშვიათი თანდაყოლილი დეფექტი აღმოუჩინეს, რომელმაც ასეთი ტრაგიკული დასასრული გამოიწვია და მომავალი სრულყოფილი ორსულობის ვერანაირი გარანტია ვერ მისცეს ქალს.

სანამ ექიმები მსჯელობდნენ, თერაპიის რომელი მეთოდები აერჩიათ პაციენტისთვის, ანაბელმა იგრძნო, რომ ისევ ორსულად იყო. გადაწყვიტეს, დრო მიეცათ ნაყოფისთვის და რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა სამი გულისცემა გაიგონეს მუცელში. სამი ტყუპის გაჩენა წინასწარ ჰორმონალური პრეპარატების მიღების გარეშე საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. სტატისტიკურად ასეთი რამ შეიძლება ერთხელ მოხდეს ასი მილიონი ორსულობიდან.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს