გამოქვაბულში უცხოპლანეტელების და მფრინავი თეფშის ამსახველი არქაული ნახატები აღმოაჩინეს (+ ფოტოგალერეა და ვიდეო)

გამოქვაბულში უცხოპლანეტელების და მფრინავი თეფშის ამსახველი არქაული ნახატები აღმოაჩინეს (+ ფოტოგალერეა და ვიდეო)

ინდოეთში, შტატ ჩხატისგრახში, ქალაქ რაიპურიდან 130 კილომეტრში არსებული გამოქვაბულის კედლებზე უცნაური ნახატები აღმოაჩინეს. კედლებზე გამოსახულია ჰუმანოიდები. რამდენიმე მათგანი სკაფანდრით და უცნაური ნივთებით ხელშია დახატული, რომლებიც იარაღებს წააგავს. აგრეთვე გამოქვაბულში დახატულია ობიექტი, რომელსაც სამი ფეხი აქვს და ძალიან ჰგავს მფრინავ თეფშს.

ნახატებით დაახლოებით, ათი ათასი წლის წინანდელია. არქეოლოგები და უფოლოგები ფიქრობენ, რომ არქაულმა მხატვრებმა დედამიწაზე ჩამოფრენილი უცხოპლანეტელები დახატეს.

არქეოლოგების თქმით, ადგილობრივ მცხოვრებლებში გავრცელებულია ლეგენდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა: თითქოს, ოდესღაც ციდან რამდენჯერმე დაეშვნენ პატარა ტანის ადამიანები. მათ თან ორი ადამიანი მიჰყავდათ და უკან კი აღარ აბრუნებდნენ. შტატის ხელისუფლება ამ აღმოჩენას ძალიან სერიოზულად უდგება, მათ სჯერათ, რომ გამოქვაბულის კედლებზე უცხოპლანეტელებია გამოსახული. ისინი აპირებენ, კვლევაში ნასას წარმომადგენლები ჩართონ.

ასეთი სურათები უფოლოგებს თავიანთი თეორიის გამყარებაში ეხმარება. ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს პლანეტას ძალიან ადრე უცხო ცივილიზაციების გონიერი წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს