"მივესალმები რეიდებს... ძალიანაც კარგი" - ლალი მოროშკინა პოლიციის გააქტიურებას იწონებს

"მივესალმები რეიდებს... ძალიანაც კარგი" - ლალი მოროშკინა პოლიციის გააქტიურებას იწონებს

ცნობილი ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა საქართველოში ბოლო დროს დაწყებულ პოლიციურ "რეიდებს" ეხმაურება. ჟურნალისტი ამ წამოწყებას იწონებს და აცხადებს, რომ ამაში ცუდი არაფერია.

"ახლა დამირეკა ჩემმა 15 წლის უმცროსმა ვაჟმა და მითხრა, ბიჭები ვიდექით და პატრულმა გვთხოვა დაიშალეთო. ძალიანაც კარგი! ბირჟაობა-წარსულის გადმონაშთია. ამდენი ქუჩაში დგომით, მზესუმზირის ფურთხებით და გამვლელებზე ქილიკით, შარიც იბადება.

აუცილებელია ახალგაზრდების დაკავება სპორტით, ექსკურსიებით, საგანმანათლებლო პროგრამებით და, რა თქმა აუნდა, პრევენციული ზომების გატარების ფარგლებში დახურული ტიპის ციხეების შიგნიდან დათვალიერებით.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ე.წ. "ციხის რომანტიკით ტკბობა". ყველამ უნდა იცოდეს, რომ 4 კედელი და მკაცრი რეჟიმი ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას თავისუფლებას, ლაღ ცხოვრებას, მეგობრებთან და ოჯახთან სიახლოვეს!!!

მივესალმები რეიდებს, როგორც ევროპაში აპრობირებულ პრევენციულ ზომას.

წელს, 2 თვე ვიყავით საფრანგეთში. მინიმუმ 5-ჯერ გაგვაჩერეს და საბუთები შეგვიმოწმეს, იმიტომ რომ პარიზი კრიმინალური მდგომარეობით, მაღალი რისკის ჯგუფშია.

და მერე რა? - ეს მისაღები პოცედურაა!

მთავარია ყველაფერი კანონის ფარგლებში და მაქსიმალური ტაქტით წარმოებდეს! და კიდევ, ლექსო ჭიკაიძე არ უნდა გადადგეს ნაც.მოძრაობის საამებლად", - წერს მოროშკინა.

შეგახსენებთ, გახშირებული მკვლელობების გამო 5 სექტემბრიდან თბილისში პოლიციური "რეიდები" დაიწყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს