არქიმანდრიტი ანთიმოზი დაჩი დარჩიას მკვლელობაზე: "არანაირ კავშირში არ არის სქაი ბართან და მითუმეტეს, ეკა ბესელიასთან"

არქიმანდრიტი ანთიმოზი დაჩი დარჩიას მკვლელობაზე: "არანაირ კავშირში არ არის სქაი ბართან და მითუმეტეს, ეკა ბესელიასთან"

არქიმანდრიტი ანთიმოზი, რომელიც სკანდალური განცხადებების გამო ხშირად ხვდება პრესის ყურადღების ცენტრში, ამჯერად "სქაი ბარში" მომხდარ დაჩი დარჩიას მკვლელობას ეხმაურება.

მოძღვარი "ფეისბუქის პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ეკა ბესელიასა და "სქაი ბარის" დირექტორს ექომაგება.

"სქაი ბარის დირექტორი, ბატონი დავით კვირტია ჩემი სულიერი შვილია, ჩემი აღმსარებელია. უბედური შემთხვევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, არანაირ კავშირში არ არის "სქაი ბართან" და მითუმეტეს, ეკა ბესელიასთან. ჟურნალისტების რა სტილია ჭორებზე და ცილისწამებაზე აგებული აზროვნება. უკვე დრო მოვიდა ინტერნეტსივრცეში გინებაზე, შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე ადამიანებმა პასუხი აგონ. მე მჯერა დათოსი. დღეს "სქაი ბარში" ვისუბრეთ. იქაურობას ნაკურთხი წყალი ვასხურეთ. დაჩის სული მოვიხსენეთ, რომელიც დათოს ხელში ჩააკვდა", - წერს მამაო.

შეგახსენებთ, ცნობილი დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია 30 აგვისტოს, ღამით, ცივი იარაღით ავლაბრის სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.

იხილეთ ასევე: ყველა სიახლე დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს